LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძლება დღეს ჩვენს ისტორიულ ამოცანას მივუახლოვდეთ და გავაღწიოთ პოსტსაბჭოთა ჭაობიდან: გიგა ბოკერია

36
გიგა ბოკერია

ხმის მიცემის უფლება არის უფლება, რომ გადაწყვიტო შენი ქვეყნის ბედი, იყო საკუთარი ბედის, საზოგადოების, სამშობლოს პატრონი, – ამის შესახებ პარტია “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ არჩევნებზე მისვლისას გააკეთა და საზოგადოებას მოქალაქეობრივი ვალის შესრულებისკენ მოუწოდა.

“ამ არჩევნებით საქართველო თავის ისტორიულ ამოცანას დაუახლოვდება, რომ პოსტსაბჭოთა სივრცე გაარღვიოს და თავისუფალი სამყაროს ნაწილად იქცეს.” – გიგა ბოკერია

გიგა ბოკერია ამბობს, რომ ეს არჩევნები შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, როგორც საფრთხის, ისე გარღვევის თვალსაზრისით, რომ საქართველო ისტორიულ ამოცანას დაუახლოვეს და შესრულდეს პოსტსაბჭოდა სივრციდან თავის დაღწევის მისია.

“ხმის მიცემის უფლება ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია და ყველა ვითარებაში, საერთოდ არაფერი რომ არ ხდებოდეს, მე მიმაჩნია ჯერ მონაპოვრად, მერე სამოქალაქო ვალად მოქალაქის, რომ ეს უფლება გამოიყენოს და იყოს პასუხსიმგებელი საკუთარი ქვეყნის თავისუფლების, საკუთარი თავისუფლების და საკუთარი მომავლის დაცვაზე” – განაცხადა ბოკერიამ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები