LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შეიძლება გარკვეული კორექტივები შევიდეს” – როდის დაიწყება ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზა და რკინიგზა

178
ირაკლი ქარსელაძე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტი დიდი ხანია მზადაა და გამარჯვებული ინვესტორის გამოვლენისთანავე, მისი განხორციელება დაიწყება. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, შესაძლოა პროექტის კორექტირება გახდეს საჭირო.

„პროექტი წინა პირობების გათვალისწინებით იყო მომზადებული. რა თქმა უნდა, შეიძლება გარკვეული კორექტივები შევიდეს. არა იმდენად მარშრუტთან, არამედ დაბოლოებასთან დაკავშირებით. მშენებლობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმ მასტერგეგმაზე, რომლითაც ხორციელდება უშუალოდ სამშენებლო ნაწილი და ის ინფრასტრუქტურა, რომელთანაც უნდა მივიდეს აღნიშნული გზა და რკინიგზა. შესაბამისად, უპრიანია, რომ არსებობდეს გამარჯვებული, რომელსაც ექნება ნათელი ხედვა იმასთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურულად თუ როგორ ეწყობა პორტი და შემდგომ უკვე სახელმწიფო მისი ვალდებულების ნაწილში გზისა და რკინიგზის მშენებლობას დაიწყებს. მთავარია, რომ რამდენიმე წელია პროექტი გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ამავე თემაზე: “ანაკლიის პორტის 49%-ზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება” – ღარიბაშვილი დავოსში სიტყვით გამოვიდა

 

magti 5g