ვიცე-პრემიერ, კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, შეიძლება, ითქვას, რომ ამ საღამოს მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია პოლიტიკურად პრაქტიკულად აღარ არსებობენ. აღნიშნული განცხადება მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.
მისი განმარტებით, ამ ყველაფერს „ხვალ „ქართული ოცნების“ გამარჯვებით სჭირდება საბოლოო ბეჭდის დასმა“.
ამ საღამოს შეიძლება, ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია პოლიტიკურად პრაქტიკულად აღარ არსებობენ, მაგრამ ამას ხვალ „ქართული ოცნების“ გამარჯვებით სჭირდება საბოლოო ბეჭდის დასმა. ეს დესტრუქციული ძალები ემზადებოდნენ ქვეყნის ასარევად, მათ არ უწარმოებიათ წინასაარჩევნო კამპანია. ჩვენ მედიის საშუალებით ამას დღეში რამდენჯერმე ვეუბნებოდით საზოგადოებას, რომ ეს ხალხი არ ემზადებიან არჩევნებისთვის, არამედ 3 ოქტომბრისთვის.
სწორედ ეს პროვოკაცია, ქვეყნის არევის მცდელობა ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ნაწარმოებმა მნიშვნელოვანმა ოპერაციამ სამართალდამცველებთან ერთად აგვარიდა თავიდან და კიდევ ერთხელ მინდა, მათ მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
