LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეიძლება ნაკლებად კრეატიულები ვიყავით…ჩემი პირადი ჯანყი იყო და არ ვნანობ“ – მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე დააკავეს

158
BeFunky-collage - 2025-10-05T021453.024

სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე დააკავეს.

ზოდელავას დაკავება რუსთაველის გამზირზე იმ დროს მოხდა, როდესაც ჟურნალისტებს კომენტარს აკეთებდა. რუსთაველის გამზირზე დააკავეს ირაკლი ნადირაძეც.

დაკავებამდე ზოდელავამ თქვა, რომ პასუხისმგებლობას არავის აკისრებს, ეს იყო „მისი ჯანყი“ და არ ნანობს.

„შეიძლება ნაკლებად კრეატიულები ვიყავით, შეიძლება ნაკლებად ორგანიზებულები, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით, რომ დიქტატურაში პროცესების დონორს ვერ იპოვით. თუ თქვენთან დონორი მოვიდა, იმას ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გაყიდოთ სამშობლო, სხვანაირად რესურსს არავინ დადებს, რომ უკეთ დაორგანიზდეთ.

ეს არის რჩევები მათთვის, ვინც გააგრძელებს ბრძოლას. ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ეძებეთ თქვენნაირი გულანთებული ხალხი, ენდეთ მათ, ვის მიმართაც შინაგანი გრძნობა გაქვთ, რომ უნდა ენდოთ, არ დანებდეთ, იბრძოლეთ!

ჩემს პასუხისმგებლობას არავის არ გადავაკისრებ, ჩემი პირადი ჯანყი იყო, არ ვნანობ”, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ ჟურნალისტებთან საუბარში, დაკავებამდე.

ფოტო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g