LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძლება, სააკაშვილი გიყვარდეს ან არა, თუმცა ის თუ გარდაიცვალა, ვინ მოიგებს?: ლინას ლინკევიჩუსი

60
ლინკევიჩუსი

„შეიძლება, სააკაშვილი გიყვარდეს ან არა, თუმცა ის თუ გარდაიცვალა, ვინ მოიგებს?“, – საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, „ეს გამოუსწორებელი იქნება ქვეყნისთვისაც“.

„შეიძლება, გიყვარდეს ან არ გიყვარდეს სააკაშვილი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ რეალობაა, რომ არსებობს ექიმების დასკვნები, რომ მას დღესდღეობით ვერ მკურნალობენ შესაბამისად და ასე გაგრძელება შეუძლებელია. ეს არამარტო სასამართლოს, არამედ მთავრობის პასუხისმგებლობაცაა. ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ თუ ის ამ ვითარებაში გარდაიცვალა, ვინ დარჩება მოგებული? ერთია ოჯახური ტრაგედია, რომელსაც ადგილი ექნება, მაგრამ ეს გამოუსწორებელი იქნება ქვეყნისთვისაც. ეს გასაგები უნდა იყოს ყველასთვის, იმ შესაძლო ზიზღის მიუხედავად, რაც შეიძლება ზოგს ამოძრავებდეს. ეს ყველაზე სერიოზული შემთხვევაა. იმის კითხვა – რისთვისაა ეს საჭირო? ძალაუფლების დემონსტრირებისთვის თუ იმ შესაძლო ზიანის არაღიარებისთვის, რაც ყველას მიადგება, მათ შორის ქვეყნის იმიჯს? როცა ელაპარაკები ბრიუსელს ან საერთაშორისო მოკავშირეებს, ეს თემები მნიშვნელოვანია, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან მიმართებითაც. ფაქტია, რომ ამ საკითხებს შესაბამისი ყურადღებით არ განიხილავენ და იმედი მაქვს, რომ ეს მიდგომები შეიცვლება“,- აცხადებს ლინკევიჩუსი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g