LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეიძლება სწორი არ არის, რომ იმედი არ მაქვს, მაგრამ ჩემი ცხოვრების ლოგიკიდან და იქიდან გამომდინარე, როგორც ბაჩო ქაჯაიას ვიცნობ, ბაჩო არაფერშია დამნაშავე…“ – ანა ტყებუჩავა ბაჩო ქაჯაიას სასამართლო პროცესზე

457
ანი ტყებუჩავა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობის, ბაჩო ქაჯაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე უნდა იმსჯელონ, ჰქონდა თუ არა მსახიობის მხრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ადგილი.

სასამართლოში იმყოფებიან მსახიობები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები. მათ შორის არის მსახიობი ანა ტყებუჩავაც, რომლის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება. მასაც და ქაჯაიასაც 9 იანვარს, გზის გადაკეტვას ედავებიან.

ანა ტყებუჩავამ იმედი გამოთქვა, რომ მსახიობის უდანაშაულობას მოსამართლეც დაინახავს და სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლება:

„21 იანვარია და ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. ჩვენ ვიწყებთ…გელოდებით ყველას, 23 იანვარს, 18:00 საათზე თეატრის წინ“ – ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი

„21 იანვარია და ჩვენი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. ჩვენ ვიწყებთ…გელოდებით ყველას, 23 იანვარს, 18:00 საათზე თეატრის წინ“ – ვასო აბაშიძი სახელობის ახალი თეატრი

„შეიძლება სწორი არ არის, რომ იმედი არ მაქვს, მაგრამ ჩემი ცხოვრების ლოგიკიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, როგორც ბაჩოს [ქაჯაიას] ვიცნობ, ჩემი აზრით, ბაჩო არაფერშია დამნაშავე…

იმედი მაქვს მის უდანაშაულობას მოსამართლეც დაინახავს და სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლებიან. მე ხვალ ვარ დაბარებული და ჩემზეც იგივე მოლოდინი მაქვს.

მშვიდად ვარ და მეღიმება, დარწმუნებული ვარ, არაფერი დამიშავებია, ზუსტად მახსოვს რა და როგორ იყო, ამ მხრივ კარგი მახსოვრობა მაქვს. გზის გადაკეტვას გვედავებიან არასაკმარისი ხალხის დროს, რაშიც ძალიან ფრთხილი ვარ ხოლმე…

ვიდეო: „23 იანვარს დაგანახებთ ჩვენს თავს, ნახავთ, რა ძალა აქვს თეატრს“ – დავით დოიაშვილი „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტზე

„ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ვერ გვხედავენ და არ ვარსებობთ… ეს იქნება ჩვენი თეატრის მანიფესტი, რომელშიც შემდეგში, დარწმუნებული ვართ, შემოგვიერთდებიან ყველა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელი და ვაჩვენებთ ძალიან დიდ სოლიდარობას“ – ამბობს რეჟისორი.

რას ლაპარაკობთ, სადმე შავდება და მე [დავაშავებ?] სამწუხაროდ, ამხელა გამბედაობაც არ მაქვს. ზოგადად არ მომწონს, როცა კანონს ვარღვევ, რომ ვიღაცას საბაბი არ მივცე, ან მე ან თუნდაც, ჩემს გვერდით მყოფები რომ არ დააჯარიმონ, ამიტომ ძალიან ფრთხილი ვარ ხოლმე“, – განაცხადა ტყებუჩავამ.

ცნობისთვის, ბაჩო ქაჯაიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან. კერძოდ იმას, რომ ის 9 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g