LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძლება თუ არა არჩევნების ჩატარება მსგავს ეპიდვითარებაში – სახალხო დამცველი პოლიტიკურ ძალებს საკითხზე მსჯელობისკენ მოუწოდებს

99
ნინო

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, მაშინ, როდესაც ქვეყანას დღის განმავლობაში კორონავირუსისგან 60-70 გარდაცვლილი ჰყავს, უფრო მკაცრი რეგულაციები უნდა იყოს შემოღებული.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებმა როგორც ოპოზიციიდან, ასევე მმართველი გუნდიდან მსჯელობა უნდა დაიწყონ – შეიძლება, თუ არა არჩევნების ჩატარება მსგავს ეპიდვითარებაში.

„დღეს, როდესაც 60-70-ზე მეტი გარდაცვლილი გვყავს დღის განმავლობაში, რას უნდა ველოდოთ, რომ უფრო მკაცრი რეგულაციები იყოს შემოღებული ან რატომ არავინ არ მსჯელობს, მე იგივე პრეტენზია მაქვს ოპოზიციასთანაც, რატომ არავინ მსჯელობს, შეიძლება თუ არა თუნდაც ასეთ ვითარებაში არჩევნების ჩატარება, რა უნდა ხდებოდეს ქვეყანაში უფრო საგანგაშო, უფრო სავალალო, უფრო ტრაგიკული თუ არა ეს, რაც დღეს ხდება.

ანუ რა შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს იგივე სააგანგებო მდგომარეობა, ან როდის შეიძლება განვიხილოთ არჩევნების გადადება, ჩვენ ხომ შარშან ძალიან კარგად ვნახეთ, არჩევნების შემდეგ როგორ დამძიმდა ეპიდსიტუაცია“. – აცხადეს სახალხო დამცველი.

ლადო ბოჟაძე: ნინო ლომჯარიამ ყველაზე კარგად იცის, რომ არჩევნების გადადების საფუძველი მხოლოდ და მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაა!

კორძაია: არჩევნების გადადების უფლებამოსილება აქვს პრეზიდენტს, მე რომ პრეზიდენტი ვიყო, არჩევნებს გადავდებდი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g