LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძლება თუ არა ფანჯრის გაღება, როდესაც კონდინციონერი ჩართულია?

258

თუკი ავტომობილი მზეზე დიდხანს დგას, სალონში ნამდვილი საუნა ხდება. რა თქმა უნდა, შესაძლებელია კლიმატური სისტემა არ გადაიტვირთოს და ავტომობილი განიავდეს. თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ ჩამოწეული ფანჯრებით დიდხანს სიარული რეკომენდირებული არ არის.

აქ საუბარია არა ბენზინის ეკონიმიაზე, არამედ ჯანმრთელობაზე.

არსებობს მოსაზრება, რომ თითქოს გამორთული კონდინციონერით მოძრაობა საწვავის ხარჯზე არ აისახება. ეს მართლაც ასეა. ავტომობილი, რომელშიც კლიმატური მოწყობილობაა ჩართული, საწვავის ხარჯს 5-10%-ით ზრდის. ამასთან საწვავის ხარჯი ერთნარია ქალაქის გზებზეც, ტრასაზეც და შერეულ ციკლშიც.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღია ფანჯრებით სიარულისას იზრდება აეროდინამიური წინააღმდეგობის კოეფიციენტი. არჩევისას, ფანაჯარა ჩამოსწიოთ თუ კონდიონციონერი ჩართოთ, გასათვალისწინებელია სალონში შემოსული ხმაური და ქარი. საცობში კი ჩამოწეული ფანჯრების შემთხვევაში გამონაბოლქვს სუნთქავთ.

კონდინციონერის ჩართვა მაშინ, როდესა ფანჯრები ღიაა, უბრალოდ უაზრობაა. კლიმატური მოწყობილობა სულ ტყუილად მუშაობს, ჰაერს აგრილებს, მაგრამ ის მაშინვე ნიავდება.

საუკეთესო გადაწყვეტილებაა – დახურული ფანჯრები და ჩართული კონდინციონერი. ეს არა მხოლოდ კომფორტულია, არამედ უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, რაზეც ეკონომიის გაკეთება უბრალოდ არ შეიძლება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები