შეიძლება თუ არა სიყვარული მთელი ცხოვრება გაგრძელდეს – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა თამუნა ისაკაძემ ისაუბრა.
რა არის სიყვარული, როგორ ვხედავთ მას ფსიქოლოგიისა და ადამიანური გამოცდილების თვალით?
გავიხსენოთ უძველეს ბერძნულ მითი, ფსიქეასა და ამურის ისტორია.
ფსიქეა ნიშნავს სულს, ხოლო ამური სიყვარულის ღმერთია.
მითის მიხედვით, ფსიქეას ეკრძალებოდა ამურის დანახვა სინათლეზე. ისინი მხოლოდ სიბნელეში ხვდებოდნენ ერთმანეთს, სანამ ერთ ღამეს ფსიქეას ცნობისმოყვარეობამ არ სძლია, სანთელი აანთო და შეხედა ამურს და იმ წამს, სინათლე, რომ შეეხო სიყვარულს, ის გაქრა.
ეს საოცარი სიმბოლოა და ეს სცენა საოცრად ჰგავს ჩვენს თანამედროვეობასაც, როცა სიყვარულს ზედმეტად ვაანალიზებთ, ვცდილობთ ავხსნათ მისი ფორმულა, ვუკავშირებთ ბიოლოგიას, ქიმიას, სოციოლოგიას, ის ქრება, იშლება მისი ჯადოსნობა.
მითის მიხედვით, ფსიქეა დარჩა მარტო და დაიწყო სულიერი მოგზაურობა, რომ თავიდან შეეცნო სიყვარული არა როგორც განცდა, არამედ როგორც ცნობიერება.
ეს არის გზა, რომელსაც ყოველი ადამიანი გადის, სიყვარული მოდის, გვაკარგვინებს საკუთარ თავს,შემდეგ გვაიძულებს ვეძებოთ სული, გავიზარდოთ, დაბოლოს გვაბრუნებს იმ სიყვარულთან, რომელიც უკვე ცნობიერია.
გამოდის, რომ სიყვარული ტკივილთან, სევდასთან, შიშთან და სხვა ემოციებთან არის დაკავშირებული?
ნამდვილი სიყვარული არ არის მხოლოდ ძლიერი ემოცია. ის უფრო არის მდგომარეობა, როცა შენ შეგიძლია იყო შენს თავთან მშვიდად და ამავე დროს სხვასთან ახლოს.
ეს არის კავშირი, სადაც შენ არ გეშინია სიმართლის, არ გჭირდება ნიღაბი და შეგიძლია თქვა: „მე ასე ვარ.“ შეგიძლია იყო გულწრფელი.
სიყვარული არ ნიშნავს შერწყმას, ნიშნავს თანაარსებობას. ორი განსხვავებული ადამიანი ქმნის ერთ საერთო სივრცეს, სადაც ორივე სუნთქავს თავისუფლად.
რატომ გვიჭირს ხოლმე სიყვარულის პოვნა ან შენარჩუნება?
გვგონია, რომ სიყვარულმა უნდა მოგვცეს ყველაფერი: ბედნიერება, სიმშვიდე, თვითშეფასება. მაგრამ სიყვარული ვერ აგვავსებს იმას, რაც ჩვენში ცარიელია.
პირველი ურთიერთობა, რომელიც უნდა გვქონდეს, არის საკუთარ თავთან. თუ საკუთარ თავს არ ვიცნობთ, არ ვიცით რა გვჭირდება და ამიტომ ვერ ვპოულობთ იმას, ვინც მართლა შეგვესაბამება.

ხშირად გვგონია, რომ სიყვარული უნდა იყოს ტკივილი, მართლა ასეა?
არა. ტკივილი სიყვარულის შედეგი არ არის. ტკივილი ჩნდება იქ, სადაც ვკარგავთ საკუთარ საზღვრებს, ვმალავთ გრძნობებს, ან ველოდებით, რომ მეორე ადამიანი „წაიკითხავს“ ფიქრებს. ნამდვილი სიყვარული ტკივილს არ იწვევს, ის პირიქით, გეხმარება იყო ჰარმონიაში საკუთარ თავთან და ურთიერთობაში ყოფნასთან.
როგორ გავიგოთ, როდის არის ეს გრძნობა ნამდვილი, და როდის უბრალოდ გატაცება ან ქიმია?
გატაცება სწრაფია, ძლიერია, მაგრამ მალე ქრება. ის არის სურვილი ფლობისა, სიახლოვის, ემოციური აფეთქება. სიყვარული კი ნელა მოდის , ის იზრდება ყოველდღიურობაში.
ნამდვილ სიყვარულში ნაკლები დრამაა და მეტი სიმშვიდე. ის არ იწვევს შფოთვას, არამედ გაძლევს შინაგან სიმტკიცეს.
სიყვარული არ გვასწავლის მხოლოდ იმას, როგორ გვიყვარდეს სხვა, ის გვასწავლის, როგორ ვიპოვოთ საკუთარი სული. როცა გვიყვარს, ჩვენ გვიწევს საკუთარი შიშების ნახვა, ჩვენი სუსტი მხარეების მიღება.
სიყვარული გვაქცევს უფრო ცნობიერს, უფრო ცოცხალს, უფრო ადამიანურს.
რა არის სიყვარული – გრძნობა, არჩევანი თუ შინაგანი მდგომარეობა?
ამერიკელმა ფსიქოლოგმა რობერტ სტერნბერგმა(Robert Sternberg) 1986 წელს წამოაყენა იდეა, რომ სიყვარული შედგება სამი ძირითადი კომპონენტისგან:
ამ სამ კომპონენტს შორის ბალანსი ქმნის სიყვარულის ხარისხს და მის განვითარებას სხვადასხვა ეტაპზე.
სტერნბერგის თეორიის მიხედვით, ამ სამი კომპონენტის კომბინაციით მიიღება სიყვარულის შვიდი სახეობა: სიყვარულის ტიპები:
ნიშნები, რომ შესაძლოა გიყვარდეს :
არაჯანსაღი სიყვარულის ნიშნები:
სიყვარული არ არის კონტროლი. თუ ერთ-ერთს სურს მეორე ადამიანის ქცევების, ჩაცმულობის ან დროის კონტროლი, ეს უკვე არაჯანსაღი სიყვარულია.

შესაძლებელია თუ არა სიყვარული მთელი ცხოვრება გაგრძელდეს?
კვლევების მიხედვით, შესაძლებელია, ოღონდ ფორმა იცვლება.
პირველ ეტაპზე ჭარბობს ვნება და აღტაცება, დროის გასვლასთან ერთად, ეს ინტენსიური ფაზა იცვლება უფრო მშვიდ, მაგრამ ღრმა ემოციურ კავშირზე, ამ ეტაპზე სიყვარული აღარ არის ადრინდელი ეიფორია,მაგრამ ის შეიძლება გადაიქცეს უსაფრთხო და სანდო ურთიერთობად, თუ არსებობს ურთიერთპატივისცემა, საერთო ღირებულებები და ემოციური სიახლოვე.
რას ნიშნავს ფსიქოლოგიურად „ჯანსაღი ურთიერთობა“?
ჯანსაღი ურთიერთობა ეფუძნება სამ ძირითად საფუძველს:
ასეთ ურთიერთობაში არის სანდოობა, მოქნილობა, დიალოგი და ნდობა. ეს არ ნიშნავს კონფლიქტის არქონას, არამედ იმას, რომ კონფლიქტი ხდება ურთიერთობის განვითარების საშუალება და არა დაშლის მიზეზი.