LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძლება თუ არა სხვადასხვა დაავადების დროს ვაქცინაცია – ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

222
ბიძინა კულუმბეგოვი

შეიძლება თუ არა სხვადასხვა დაავადების დროს ვაქცინაციის ჩატარება – ამ კითხვის საპასუხოდ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში საზოგადოებას რეკომენდაციებს უზიარებს.

1. აცრა კატეგორიულად არ შეიძლება ნებისმიერი მწვავე დაავადების ან ქრონიკული დაავადების გამწვავების დროს!!!

2. აცრა კატეგორიულად არ შეიძლება თუ ვაქცინის პირველ დოზაზე განვითარდა ანაფილაქსია ან ვაქცინაში შემავალ კომპონენტებზე (პოლიეთილენგლიკოლი-ფაიზერი, პოლისორბატი – ასტაზენეკა, ალუმინის ჰიდროქსიდი – სინოფარმი და სინოვაკი) უკვე თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ ალერგია. სხვა ყველა ალერგიული დაავადება (თუ ის გამწავებული არაა) კოვიდ-19 ვაქცინაციის წინაღობას არ წამოადგენს!

3. ორსულობა და ლაქტაცია: დაშვებულია ფაიზერი, ამ ეტაპზე უკუნაჩვენებია სინოფარმი/სინოვაკი!

4. თუ დაგეგმილი ვაქცინის წინ შემთხვევით აღმოჩნდით კოვიდინფიცირებულის პირდაპირი კონტაქტი, მაშინ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციას იძლევა, ვაქცინა გადავადდეს თვითიზოლაციის დასრულებამდე.

5. ნევროლოგიური, კარდიოლოგიური, ანტიალერგიული და ა.შ, მედიკამენტების შეჩერება აცილებელი არაა აცრის წინ!

6. ყველა ქრონიკული დაავადება, როგორიცაა დიაბეტი, გადატანილი ინსულტი, ინფარქტი, სიმსივნე, ასთმა, თირკმლის პათოლოგიები, ფსორიაზი, ვენური დაავადება და ასე შემდეგ, არ წარმოადგენს აცრის უკუჩვენებას, პირიქით ასეთი ადამიანების აცრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!

7. აცრის წინ და მის შემდეგ არანაირი ანალიზის (სისხლის საერთო, კოაგულოგრამა, ანტისხეულებზე ტესტი…) გაკეთება არ გჭირდებათ!

8. არასოდეს აცრა არ გამიკეთებია და როგორ მოვიქცე? ეს არ არის კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის უკუჩვენება და ზემდეტი ემოციის გარეშე აიცერით.

9. ცოფის, ტეტანუსის და სხვა ვაქცინების გამოყენების შემდეგ, კოვიდის საწინააღმდეგო აცრა შეიძლება გაკეთდეს 14 დღეში! – წერს კულუმბეგოვი და საზოგადოებას უსურვებს ჯანმრთელობას და სიმშვიდეს, რომლის მოპოვების გზაც, მისი თქმით, ახლა ვაქცინაციაზე გადის.

 

magti 5g