LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიხს გიგანტური Ford Mustang-ი პიკაპის ბაზაზე აუწყვეს

57

არაბი შეიხისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი Ford Mustang ააწყვეს. სპორტქარის ძარა 2015 წლის სრულზომიანი პიკაპის Ram-ის შასიზე დააყენეს, რომელიც 6,4 ლიტრის მოცულობის რვა ცილინდრიანი ძრავით არის აღჭურვილი.

პროექტი დიზაინერმა ჰუსეინ ალბაჰალიმ შეიხ ჰამან ბინ ჰამდან ალ ნაჰიანის შეკვეთით დაამზადა. სრულზომიანი ავტომობილის აწყობას, რომელიც 1920-იანი წლების სტილისტიკაშია გადაწყვეტილი, შვიდი თვე დასჭირდა.

”მუსტანგისთვის” ”გაწელეს” ძარა და ახალი დეტალები დაამატეს. ავტომობილი ერთადერთ ეგზემპლარად  არის შესრულებული. სხვა რაიმე დამატებითი ინფორმაცია ავტომობილის შესახებ არ ვრცელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები