ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი თვეების ქალიშვილთან ერთად ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გამოდიან საზოგადოებაში. ამჯერად პაპარაცებმა მოდელი და მსახიობი 7 თვის ქალიშვილთან ერთად მალიბუს სანაპიროზე გადაიღეს.
ფოტოებზე ჩანს, რომ ლეა პირველი ნაბიჯების გადადგმას ცდილობს და ამაში მოსიყვარულე მამა ეხმარება.
შეგახსენებთ, რომ წყვილი ერთად 2015 წლიდან არის. გასული წლის დეკემბერში კი ცნობილი გახდა მისი ორსულობის შესახებ. კუპერი და შეიკი მშობლები მარტში გახდნენ.