LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეხედეთ მის ფეხსაცმელს… წლის უგემოვნო ლუქი“ – ბრეტ პიტის შეყვარებული კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვია

22882
page

„ფორმულა 1“– ის კინოპრემიერა ამჯერად ნიუ-იორკში, Times Square-ზე შედგა. ჩვენებას ფილმის მთავარი გმირი, ბრედ პიტი მეგობარ გოგოსთან, ინეს დე რამონთან ერთად დაესწრო. ამ დღეს 61 წლის პიტი, როგორც ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურებოდა. მას მუქი ლურჯი კოსტიუმი და ღია ატმისფერი პერანგი ეცვა. რაც შეეხება 32 წლის ინესს, მისმა „ლუქმა“ ინტერნეტსივრცეში კრიტიკა დაიმსახურა.

დე რამონს თეთრი ორეული ეცვა, ეს გახლდათ ნახევრად გამჭვირვალე ტოპი და გრძელი ქვედაბოლო, რომელსაც მან შავი ქამარი და შავ-თეთრ ფერებში გადაწყვეტილი ფეხსაცმელი შეუხამა, სწორედ ამ ორმა დეტალმა გამოიწვია კრიტიკა.

„შეხედეთ მის ფეხსაცმელ“, „წლის უგემოვნო ლუქი“, „მრჩეველი არავინ ჰყავს ამ ქალს?“,„ეს ქალი ჯერ ვერ აცნობიერებს, ვინ უდგას გვერდით“, „ბრედიმ მაინც ურჩიოს რამე“,- არ წყდება კომენტარები.

61 წლის ბრედ პიტის „ლუქების“ ცვენა და მოდური სამყაროს გადატრიალება – ბრედისა და ბრედლის ორმაგი პაემანი ნიუ-იორკში

„გვიშველეთ!“ – 61 წლის ბრედ პიტის „ლუქების“ ცვენა წითელ ხალიჩაზე

ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლისთან განქორწინების შესახებ მრავალწლიანი დუმილი დაარღვია – GQ-ს ინტერვიუ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები