მედიაში საკულტო სერიალის, „მაშველების“ ვარსკვლავის, 42 წლის ლონი უილსონის მორიგი შოკისმომგვრელი ფოტოები და ვიდეო გავრცელდა. მოგეხსენებათ, 2000-იანი წლების ლამაზმანი სავალალო მდგომარეობაშია. ჯერემი ჯექსონის ყოფილი მეუღლე უკვე წლებია ქუჩაში ცხოვრობს და საკვებს ნაგავში ეძებს.
ამჯერად ის ქუჩაში ორი ჩანთით გადაიღეს. საზოგადოების ყურადღება მისმა ვერცხლისფერმა Rolex-ის საათმა მიიპყრო. ბრენდულ საათთან ერთად მას ორი ყელსაბამი და რამდენიმე სამაჯური ეკეთა.
„შეხედეთ მის ხელს, კარგად დააკვირდით საათს“, „მიუსაფრისთვის ცოტა უცნაურად არ გეჩვენებათ Rolex-ის საათი?“, – არ წყდება კომენტარები.
აღსანიშნავია, რომ ყოფილი მოდელისა და მსახიობის ტრაგიკულმა დაღმასვლამ საზოგადოება შოკში ჩააგდო. ლონი თავის ცხოვრების კრახში ყოფილ მეუღლეს ადანაშაულებს. უილსონმა მეტამფეტამინზე დამოკიდებულების გამო, მძიმე ფსიქიკური კრიზისი გადაიტანა. მის ცხოვრებაში სირთულეები 2014 წლიდან დაიწყო, როდესაც მისი და ჯერემი ჯექსონის ქორწინება დასრულდა.
„მაგალითი იმისა, რომ მარადიული არაფერია“ – „მაშველების“ ვარსკვლავის შოკისმომგვრელი ფოტოები







