ირინა შეიკმა Sweatfleece-ის სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. გადაღებები მალიბუს სანაპიროზე გაიმართა. 38 წლის მოდელს ატლასის ოქროსფერი კაბა ამშვენებდა და შეუდარებლად გამოიყურებოდა.
ფოტოები „დეილი მეილიმ“ გაავრცელა და მას დიდი აჟიოტაჟიც მოჰყვა. საქმე ისაა, რომ ფოტოებში შეიკს მუცელი აქვს წამოზრდილი. კომენტარებში ირინას შესაძლო ორსულობის შესახებ საუბრობენ.
„შეხედეთ მის მუცელს, ორსულადაა?“, „ორსულადაა მაგრამ ვისგან?“, „ვინ არის ბავშვის მამა?“, – არ წყდება კომენტარები.
ცნობისთვის, ბოლოს შეიკი ლუის ჰამილტონის გარემოცვაში დააფიქსირეს, მანამდე ვრცელდებოდა ცნობები მოდელისა და ამერიკული ფეხბურთის ლეგენდის, ტომ ბრედის რომანის შესახებ, წყვილი ერთად არაერთხელ გადაიღეს.
გადაღებები ნიუ-იორკის მიტოვებულ უბანში – ირინა შიკი ჰოლანდიური „ვოგის“ გარეკანზე