ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას გეგმავს.
ადვოკატი პრეზიდენტის რეზიდენციაში მისვლას მას შემდეგ აპირებს, რაც სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა გახდება ცნობილი:
„ვაპირებ, პრეზიდენტს შევხვდე და დასკვნა გავაცნო, საქმის კურსში ჩავაყენო და სააკაშვილის ჯანმრთელობასთან და პატიმრობასთან დაკავშირებული საკითხები მასთან განვიხილო. ჯერ ველოდებით დასკვნას და ამის შემდეგ ვაცნობებ ადმინისტრაციას, თუ ზურაბიშვილი მზაობას გამოხატავს – შევხვდებით“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ „ფორტუნასთან“.
როგორია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია და შეხვდება თუ არა ის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს – „ფორტუნა“ ინფორმაციის მოპოვებას პრეზიდენტის პრესსამსახურისგან ცდილობს.