LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეხვედრა 28 წლის შემდეგ – ლეონარდო დიკაპრიოსა და ფრენსის ფიშერის ემოციური კადრები

185
page

ლოს-ანჯელესში ლეონარდო დიკაპრიოს ახალი ფილმის, „ბრძოლა ბრძოლის შემდეგ“ პატივსაცემად წვეულება გაიმართა, რომელსაც უამრავი ვარსკვლავი დაესწრო. მათ შორის იყვნენ ალ პაჩინო, დასტინ ჰოფმანი, ბენისიო დელ ტორო, თუმცა ყველას ყურადღება ცხადია, მაინც 50 წლის ოსკაროსანი ლეოსკენ იყო მიმართული.

საღამო ნამდვილად განსაკუთრებული გამოდგა, დიკაპრიოს მხარდასაჭერად მივიდა მისი კოლეგა, 73 წლის ფრენსის ფიშერი, რომელიც ლეოს საკულტო ფილმში „ტიტანიკი“ უწევს პარტნიორობას, ის როუზის, ქეით უინსლეტის დედის როლში გვევლინება.

მსახიობები ერთმანეთს გულთბილად შეხვდნენ და ემოციური ფოტოებიც გადაიღეს. ქერა თმით ფრენსისი შეუდარებლად გამოიყრებოდა.

ცნობისთვის, „ტიტანიკმა“ მსოფლიოს მასშტაბით 2 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მოაგროვა და დღემდე რჩება კინოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მოვლენად.

ფოტო/ვიდეო: „საუკუნის ფილმი“ – კინოკრიტიკოსების ქება-დიდება, ლეოს საოცარი პერფორმანსი და მორიგი „ოსკარის“ მოლოდინი – ყველაფერი ახალი კინოსურათის, „ერთი ბრძოლა მეორის მიყოლებით“ შესახებ

„ცხოვრების უმეტესი ნაწილი გავლილი მაქვს, მაგრამ თავს 32 წლის ბიჭად ვგრძნობ“ – ლეონარდო დიკაპრიო Esquire UK-ის გარეკანზე და უიშვიათესი ინტერვიუ

„ნუთუ 50 წლისაა, პატარა ბიჭივით გამოიყურება“ – ლეონარდო დიკაპრიოსა და ვიტორია ჩერეტის უახლესი გამოჩენა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები