LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღევანდელი შეხვედრა იყო პროდუქტიული, მაგრამ ცხადია, საუბრის გაგრძელება დაგვჭირდება: სალომე სამადაშვილი

82
20210314120423

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი შეხვედრა იყო პროდუქტიული, მაგრამ ცხადია, რომ ჩვენ კიდევ დაგვჭირდება საუბრის გაგრძელება”, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა  განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების შედეგიანი დასრულება კომპრომისებს მოითხოვს და ამ პროცესში სამადაშვილის განცხადებით, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

“მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ, საქართველოს დემოკრატიულ ოპოზიციას, გვსურს, რომ ეს მოლაპარაკებები დასრულდეს იმ შედეგით რა მოლოდინიც აქვს ჩვენს ხალხს და რაც სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს და მის სტაბილურ განვითარებას და ეს მოითხოვს ცხადია, კომპრომისებს და იმედია, რომ ეს ყველას ესმის, მათ შორის, ხელისუფლებას პირველ რიგში, რადგან მათ ეკისრებათ მთავარი პასუხისმგებლობა ამ პროცესში.

მე ვფიქრობ, რომ ახლა რაიმე პროგნოზის გაკეთება როგორ დასრულდება ეს მოლაპარაკებები, ჯერ ადრეა. მინდა ვუთხრა ჩვენს ამომრჩევლებს და ქართველ ხალხს, მინდა დავარწმუნო ყველა მოქალაქე, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შეთანხმების შედეგად გაძლიერდეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სახელმწიფო, შესაბამისად თითოეული საქართველოს მოქალაქის მომავალი გამოიყურებოდეს უკეთესად და არა უარესად“, – განაცხადა სამადაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g