LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეკვეთით ჩასვლა“ არაა საჭირო.. სკვერს შეხედეთ, ევროპული გარემოა“ – „შინ ევროპისკენ“ რეგიონში კამპანიებს დაპირისპირების ფონზე აგრძელებს

140
BeFunky-collage (17)

სახალხო მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ კამპანია რეგიონებში გრძელდება. მოძრაობა უკვე მეორე დღეა შეხვედრებს მართავს აჭარაში. დღესვე ტურნეები დაგეგმილია კახეთში, აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში.

მოძრაობა მოქალაქეებს ინფორმაციას აწვდის იმ გეგმებისა და ხედვების შესახებ, რომელიც მათ ხელისუფლებას წარუდგინა. ტურნეში, მოძრაობის წევრებთან ერთად, ნინო ქათამაძეც ჩაერთო.

„კამპანია მიზნად ისახავს, რომ ადამიანებთან ახლოს მივიდეთ და ვუთხრათ, თუ რა სიკეთეები მოაქვს ევროპას. როდესაც ახლოს მივდივართ ეგრევე იგრძნობა პარტიული კუთვნილებების ემოცია… როცა არ გელაპარაკებიან და სხვისი არ აზრი არ აინტერესებთ, ზუსტად ეს არის ოლიგარქიზაციულ სისტემას.“ – თქვა ნინო ქათამაძემ.

„შინ ევროპისკენ“ კამპანიის ფარგლებში რიგდება საინფორმაციო ბუკლეტები, რამდენიმე ასეთ შეხვედრაზე უკვე  მოხდა გარკვეული პროვოკაციები და მათ შორის, დედაქალაქ თბილისშიც. მოქალაქეები კი, რომლებიც ზუგდიდში კამპანიის წევრებთან მივიდნენ, აცხადებდნენ, რომ ისინი 3 ივლისის აქციის წინააღმდეგნი არიან. ზოგიერთ შემთხვევაში კი კამპანიის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ისინი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან.

ადგილზე მოიყვანეს „ოცნების“ „ზონდერები“ - თსუ-სთან „შინ ევროპისკენ“ კამპანიის მონაწილეებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ევროინტეგრაციის მხარდამჭერი სტუდენტები და "შინ ევროპისკენ" წევრების თსუ-ში 3 ივლისის აქციის მხარდამჭერ კამპანიას ატარებდნენ და ბროშურებს არიგებდნენ. 

ხმაური იყო ხონის ცენტრშიც, სადაც სამოქალაქო მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ წარმომადგენლებს კამპანიის ჩატარების საშუალებას არ აძლევდნენ. ადგილზე ცოტა ხნის წინ ხონის მერიიდან თანამშრომლები მივიდნენ.

ერთ-ერთმა ქალმა ჟურნალისტს უთხრა, რომ „შეკვეთით ჩასვლა“ არაა საჭირო და რომ ევროპული გზა ისედაც ერთადერთი გზაა. მან მედიის წარმომადგენლებს მიუთითა სკვერზე და უთხრა, რომ ხონში ევროპული გარემოა.

„გასაგებია თქვენ როგორი ჟურნალისტებიც ხართ, შეკვეთილ დაკვეთებს აკეთებთ, ვიღაცის ინტერესებს ემსახურებით. აი ჯერ შეხედეთ, სკვერს შეხედეთ, ევროპული გარემოა. ღონისძიებას ვინ ატარებს იცი?! პირველი არხი, მთავარი არხი, ეს არის რადიკალური ჟურნალისტები ხართ თქვენ, განსხვავებული აზრები გაქვთ. ევროპაა ჩემი არჩევანი, მოუსმინეთ ხალს, ესენი არ მინდა, შეკვეთილად ჩამოსვლა არ მჭირდება, ევროპული გზა ჩვენი გზა არის.“– თქვა ხონის მერიის თანამშრომელმა ქალბატონმა, რომელმაც ეს ფაქტი თავადვე დაადასტურა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g