LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Shell რუსეთში ყველა ბენზინგასამართ სადგურს ხურავს

54
shell

ბრიტანულ-ნიდერლანდურმა კომპანიამ Shell გადაწყვიტა, რომ რუსეთის ბაზარი დატოვოს. მწარმოებელი რუსულ ნედლეულს აღარ იყიდს, დახურავს ყველა ბენზინგასამართ სადგურს და შემდეგ კი სხვადასხვა პროექტებთან თანამშრომლობაც შეწყდება.

2021 წლის მონაცემებით, Shell-ს რუსეთის ტერიტორიაზე 23 ათასზე მეტი სადგური ჰქონდა გახსნილი.

როგორც კომპანიის ოფიციალურ საიტზე წერია, რუსეთის უკრაინაში აგრესიის გამო საავიაციო საწვავის წარმოებაც შეწყდება და თანაც ეს პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ ასეთი გადაწყვეტილება Shell-ისთვის ადვილი არ ყოფილა, რადგან რუსული ნედლეული წარმოებული საწვავის საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g