გასულ ღამეს, ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – შემთხვევა ქალაქის გასასვლელში, წყალწითელას ხიდთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა მდინარეში გადავარდა და მასში მსხდომი ადამიანები ადგილზე დაიღუპნენ.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილი მოქალაქე ლუკა ებრალიძეა.
გარდაცვლილ ახალგაზრდას მეგობრები და ახლობლები სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსებს უძღვნიან და ემშვიდობებიან.
„ჩემი მამიდაშვილი, ნათლია, ძმა, საუკეთესო მეგობარი, მეორე პატარა მამა, ყველაფერი იყავი, ლუკი, ჩემთვის. გახსოვს, კაბას რომ ვარჩევდით შენს ქორწილში რა უნდა ჩამეცვა, ახლა რა ვქნა, ლუკი? ასე ადრიანად რატომ დამტოვე? ვინ მომცემს რჩევებს, ლუკი? ვინ დამიდგება სულ გვერდით, ლუკი? შენს გარეშე როგორ ვიცოცხლო, ლუკი“…
„ლუკი, ჩემო კარგო ბიჭო“. „შემაძრწუნებელი ტრაგედიაა“. „უსამართლოა ეს ცხოვრება“ – წერენ მოქალაქეები.