LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემაშფოთებელია „შეტლიკინების“ „არგუმენტებით“ მკვლელობისა და ძალადობის გამართლება – სოფიო კილაძე

232
31357789-10156071273804550-1212193629544644608-o (1)

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ 30 წლის ქალის მკვლელობას ეხმაურება. სოფიო კილაძე წერს, რომ შემაშფოთებელია დამოკიდებულება, „შეტლიკინების“ თუ სხვა „არგუმენტებით“ რომ ცდილობენ მკვლელობის და ძალადობის გამართლებას

"ქალი რომ კაცის წინ იტლიკინებს, იმ ქალს რაღაცა მოხვდება" - ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის მეზობელი

ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„ქალთა მკვლელობის და ქალთა მიმართ ძალადობის მასშტაბებმა წარმოუდგენელ ნიშნულს მიაღწია. ასევე, უკიდურესად შემაშფოთებელია დამოკიდებულება, „შეტლიკინების“ თუ სხვა „არგუმენტებით“ რომ ცდილობენ მკვლელობის და ძალადობის გამართლებას.

ფაქტია, უკვე გამკაცრებული კანონმდებლობა ვერ ახდენს პრევენციას. იმედი მაქვს, რომ ჩვენს მიერ ახლახანს მიღებული პრევენციული კანონი, რომელიც ჯერ არ შესულა ძალაში ბოლომდე, ნაწილობრივ განმუხტავს სიტუაციას. თუმცა, კიდევ არის სასწრაფო ზომები მისაღები“, – წერს სოფო კილაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g