რამდენიმე თვის წინ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას „ლიდერ კრედიტი“ საფინანსო კომპანია „ელთ კომპანი“ შეუერთდა. ორი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ორგანიზაციის გაერთიანება დადებითად აისახა „ლიდერ კრედიტზე“ და მან მოკლე დროში საქმიანობის მნიშვნელოვნად გაფართოება შეძლო.
„ლიდერ კრედიტმა“ განსაკუთრებით განავითარა ავტო ლომბარდის მომსახურება და ავტოსესხი ზუგდიდის, გორისა და ბათუმის ფილიალებშიც გახადა ხელმისაწვდომი. ამ სიახლის აღსანიშნავად, კომპანიამ გადაწყვიტა, მომხმარებლებს ავტო ლომბარდზე განსაკუთრებული პირობები შესთავაზოს. მომხმარებელს, ავტოსესხის „ლიდერ კრედიტში“ პორტირების შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნება, ყოველთვიური ხარჯები 14%-მდე შეამციროს.
„ლიდერ კრედიტის“ შეთავაზებები აქ არ სრულდება. თუკი ავტო ლომბარდის მომსახურებისთვის ზუგდიდისა და გორის ფილიალებს მიმართავთ, საჩუქრად საწვავის ვაუჩერი გადმოგეცემათ. ამავე ფილიალებში ამოქმედდა მომხმარებლებისთვის განსაკუთრებით საყვარელი აქცია – 27/27. 27 თვის განმავლობაში, აქციის ფარგლებში, ავტოსესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი მხოლოდ 27% იქნება, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 35.2%-დან დაიწყება.
გაითვალისწინეთ, რომ თუკი ამ შეთავაზებებით სარგებლობა გსურთ, უნდა იჩქაროთ, რადგან გაუმჯობესებული პირობები მხოლოდ ნოემბრის პირველ ნახევრამდე გაგრძელდება.
„ლიდერ კრედიტი“ 2011 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. დღეს ის 46 ფილიალითაა წარმოდგენილი საქართველოს მასშტაბით. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ისეთ სერვისებს, როგორებიცაა ავტო ლომბარდი, ოქროს ლომბარდი, ბიზნეს, აგრო, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხები, ფულადი გზავნილები და კონვერტაცია.
(R)