8 მარტს თაკო მელიქიშვილის და ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას გადაცემის „გზაჯვარედინი“ მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე პროცესები იყო. ანზორ ოდიშარიამ აღნიშნული პროცესების მნიშვნელობაზე, მათ მოსალოდნელ განვითარებაზე ისაუბრა და უახლოესი პერიოდის მცირე პროგნოზიც შემოგვთავაზა.
ანზორ, გარკვეული დაძაბულობა არის ერში და აღსანიშნავია, რომ შენ ერთ-ერთ ეთერში ისაუბრე მარტზე და იმ გარკვეულ პრობლემებზე, რომელიც ამ პერიოდში შეიქმნებოდა. ახლა როგორი პერიოდი გველის წინ?
ჯერ სად ვართ, ყველაფერი წინ არის. ეს არის საწყისი, ჯერჯერობით ნაპერწკალი იღვიძებს, მნიშვნელოვანი და ძირითადი პროცესები წინ გველის. განსაკუთრებით ეს იქნება წლის მეექვსე თვე, წლის ბოლო პერიოდები და განსაკუთრებულად დაძაბული იქნება პოლიტიკური ასპარეზი. მარტო გამოხატავს, თუ ვინ სად არის, ვინ ვის მხარეს არის და რა მიმართულება უჭირავთ. მიუხედავად იმისა, რომ უცნაური წელია და გარდამავალი პერიოდია, ეს ამბები სასიკეთოდ მოქმედებს საქართველოსთვის და წლის ბოლოს კარგი შედეგი ექნება. ვნახოთ, რა შედეგებს დავდებთ. წინსვლის, წარმატების წელიწადია. გარკვეული დიდი ნაბიჯი უნდა გააკეთოს საქართველომ. ახლანდელი მოვლენები ძალიან დაძაბულად არ განვითარდება, დიდი ხნით არ იქნება და მალევე ლოკალიზდება, თუმცა გარკვეული ამბები სხვა კუთხით და მიმართულებებით მოჰყვება ამ ტალღას. ბევრი ადამიანი დაზიანდა და როცა ქართველი ქართველს აზიანებს, უპირისპირდება და სხვაგვარად მოლაპარაკებას ვერ ახერხებს ეს ყველაზე ტრაგიკული და მტკივნეულია. ახლა ბეწვის ხიდზე გავდივართ, რომელიც ბევრი საფრთხით არის სავსე. ადამიანის თავისუფლება და შეზღუდვა სწორად უნდა იყოს აღქმული. სახელმწიფოში არ უნდა შევქმნათ ისეთი სიტუაციები, რომლის კონტროლსაც შემდეგ ვერ შევძლებთ. არ დაგვავიწყდეს, რომ მოდის 21 მარტი, რაც ასტროლოგიურ ახალ წელს ნიშნავს. ენერგეტიკულ ზრდას იწყებს მზის განახლებაც და მთელი შემდეგი 4 თვის მანძილზე მზე იქნება მზარდი, წარმატების მომტანი და ყველაზე კარგი პერიოდია ჩვენი სურვილების რეალიზებისთვის. 21 მარტამდე ამოიფრქვევა ის ნეგატივი და პროტესტი, რაც დაგროვილია, ამიტომ ბევრი საინტერესო მოვლენა გველის 21 მარტამდე. ცუდი გამოვლინდება და კარგი გაბევრდება. წლის მეორე ნახევარი, სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდი, ყველაზე რთული იქნება. ჩვენ გვქონდა მთვარე ქალწულში, სავსე მთვარეობის პერიოდი იყო და მოსალოდნელი იყო ემოციურობა და აგრესიულობა. ამ პერიოდში დაწყებული იმპულსი აუცილებლად განვითარდება. ვინ უყურებს და აკვირდება საქართველოს განვითარებას და წარსულს, ყოველთვის მაისში ან მარტში იწყება ის, რაც მერე, წლის ბოლოს ფორმირდება. ასეთი რიტმი გვაქვს. თუ ჩვენ ამ ქვეყნის სწორ განვითარებას არ დავიწყებთ, ეს რიტმი არ შეიცვლება. უნდა დავიწყოთ რესურსების სწორად გადანაწილება. ამას წინათ თბილისის ენერგეტიკას ვიკვლევდი, რადგან ჩვენი სახლი, ჩვენი საცხოვრებელი განსაზღვრავს ჩვენს ჯანმრთელობას, რადგან ნახევარზე მეტ პერიოდს იქ ვატარებთ და ეს ენერგეტიკა ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ძალიან ცოტა ადგილი ვიპოვე ისეთი, სადაც კარგი ენერგიაა. ძალიან არასწორად, ქაოსურად არის ენერგეტიკის გადანაწილება. ზოგიერთი კორპუსი ისეთ ადგილას არის აშენებული, რომელიც პირდაპირ აფუჭებს ჯანმრთელობას, ფინანსურ რესურსს, სასიყვარულო ურთიერთობებს და საზიანოა ადამიანისთვის. ძველი კორპუსები უფრო სწორად არის აშენებული.
ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ბევრს უჩნდება სხვა ქვეყანაში წასვლის სურვილი, ძალიან ბევრი ადამიანი ტოვებს ქვეყანას. ეს რამდენად სწორია?
თუ ჩვენ დავაკვირდებით, ყველა ის ადამიანი, ვინც უცხოეთში წავიდა და იქ დამკვიდრდა, სადღაც მაინც თავისი ქვეყნისთვის აკეთებს ამას, რადგან ყველას გული და თვალი მაინც აქეთ მოდის ხოლმე, მათ აქ ჰყავთ ოჯახები და შვილები, რომლებზეც ზრუნავენ. ემიგრანტებმა საქართველოს განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს. საქართველოს ძალიან დიდი რესურსი აქვს, ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება აქ, მაგრამ როცა საყრდენი, გარკვეული ბაზა არ გაქვს, იდეების რეალიზება და საკუთარი თავის სწორად წარმართვა ძალიან რთულდება, ამიტომაც თუ გამოცდილებისთვის, ცოდნისთვის და დაფასებისთვის გჭირდება უცხოეთში წასვლა, რომ შემდეგ შენს ქვეყანას გამოადგე, ეს შეიძლება ერთ-ერთი სწორი არჩევანიც იყოს.
უახლოეს მომავალში თუ იქნება ის პერიოდი, როცა მართლაც აყვავდება ჩვენი ქვეყანა?
აუცილებლად იქნება, უბრალოდ, ამ ყველაფერს სჭირდება საქართველოში იმ ადამიანების გამყარება, რომლებიც ყველაფერს შეცვლიან. ასეთი ადამიანები გვყავს გაფანტულად და თუ ეს ადამიანები ერთად შეიკვრებიან, მაშინ ყველაფერს გავაკეთებთ. 2024 წლიდან 2030 წლამდე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პერიოდია, უნდა გამყარდეს, როგორც ქვეყანა. ჩვენ გარეთ ყურებით ვართ გადაღლილები და ხელგაწვდილები, თუ ვინ დაგვეხმარება და შიდა რესურსის მობილიზებაზე, იმაზე, რომ ქვეყანა თავად განვითარდეს ამაზე არ ვზრუნავთ. ჩვენ უნდა ვიქცეთ იმ ერად, რომელიც საკუთარ თავს უზრუნველყოფს, ამის რესურსი და შესაძლებლობა გვაქვს.
გადაცემის აუდიოჩანაწერი