LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემდეგი კვირიდან პრემიერმინისტრს განახლებული სამთავრობო შემადგენლობის წარდგენის შესაძლებლობა ექნება – ეკა ბესელია

37

საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია აცხადებს, რომ მთავრობაში სტრუქტრულ ცვლილებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას პარლამენტი მოკლე დროში დაიწყებს და მიმდინარე კვირაში როგორც საკომიტეტო, ისე სასესიო განხილვები გაიმართება.

„ამ კვირაში იგეგმება სწორედ სამთავრობო სტრუქტურული ცვლილებების ამსახველი დიდი კანონპროექტის განხილვა. სამინისტროების გაერთიანების შედეგად, მთავრობის მხრიდან ახალი ფორმულაა შემოთავაზებული. ამ კვირაში ჩვენ საკომიტეტო მოსმენებს და სასესიო განხილვებს დავიწყებთ. შემდეგი კვირიდან, როცა კანონი მიღებული იქნება, პრემიერმინისტრს უკვე შესაძლებლობა ექნება, განახლებული სამთავრობო შემადგენლობა წარმოადგინოს,“ – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

რაც შეეხება მცირე მთავრობის მოდელის მოსალოდნელ შედეგებს, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ შედეგი შესაძლოა, უფრო მოქნილი და ეფექტიანი სისტემა იყოს.

რაც შეეხება დევნილთა სამინისტროს გაუქმებას, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სამინისტროს მთავარი პოლიტიკური მანდატი ცვლილებების შემდეგაც შენარჩუნდება.

„არ ვიტყოდი, რომ დევნილთა სამინისტრო უქმდება. უფრო მისი ფუნქციების შერწყმა სხვადასხვა სამინისტროსთან ხდება. ის მთავარი პოლიტიკური მანდატი, რომელიც ამ სამინისტროს აქვს, შენარჩუნდება. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხია. მახსოვს, პრემიერთან ერთად ყველაზე მეტი ამ საკითხზე ვიმსჯელეთ და ყველამ გავიზიარეთ მოსაზრება, რომ ეს სამინისტრო კი არ უნდა გაუქმდეს, მისი მანდატის გადანაწილება უნდა მოხდეს. ინფრასტრუქტურაში მშენებლობის ნაწილის, პოლიტიკური კონტექსტი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხები ნაწილობრივ შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში, ხოლო ასევე მისი მანდატი იქნება ჯანდაცვის სამინისტროში. ასე რომ, მისი საქმიანობა პრიორიტეტული იქნება, მაგრამ ფუნქციები – გადანაწილებული სხვადასხვა უწყებაში,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g