LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემდეგი ორი კვირა გვაქვს კრიტიკული – თამარ გაბუნია

139
5df88c9f0c2b8

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ შემდეგი ორი კვირა კრიტიკული იქნება. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს ბათუმში მოგზაურობის ისტორიის მქონე მასწავლებლების ტესტირება, რომლებიც რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ. თამარ გაბუნია ამბობს, რომ სკოლაში ინფექციის გავრცელება სერიოზულ დამაზიანებელ შედეგს გამოიწვევს.

„ზოგადად სკოლების გახსნა მარტო ჩვენთვის არა, ბევრი ქვეყნისთვის არის გამოწვევა და ყოველთვის ითვლება, რომ რისკის შეფასების საფუძველზე უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე, ჩაითვალა ეპიდემიური ანალიზის საფუძველზე, რომ ჩვენ გვაქვს კრიტიკული მომდევნო ორი კვირა და ეს გადავადება მოხდა პირველ ოქტომბრამდე. ჩვენ დღეს აქტიურად ვაკეთებთ ბათუმში ნამოგზაურები მასწავლებლების ტესტირებას იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი ჯგუფი რისკის. ამ შემთხვევაში, სკოლაში ინფექციის გავრცელება გამოიწვევს სერიოზულ დამაზიანებელ შედეგებს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

გარდა ამისა, როგორც თამარ გაბუნია აცხადებს,  თუ ორი კვირის შემდეგ ესკალაცია კვლავ იქნება, მაშინ შეიძლება საუბარი იმაზე, რომ ვირუსის ლოკალიზება ვერ მოხერხდა. იქამდე კი ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, აჭარაში სიტუაციის ლოკალიზება შესაძლებელი.

“ჯერჯერობით შემდეგი ორი კვირა არის ის კრიტიკული პერიოდი, როდესაც ჩვენ კიდევ გვაქვს კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ სიტუაციის კუპირება და ლოკალიზება აჭარაში მოხდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

magti 5g