LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემდეგი ორი კვირა იქნება გადამწყვეტი, ყველას ვთხოვთ ნიღბის ტარებას და ბუსტერ დოზის დამატებას – კულუმბეგოვი

172
1

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას აფასებს და აცხადებს, რომ პანდემიის ეს ტალღა “სწორი-მიმართულებით” მიდის.

როგორც კულუმბეგოვი აღნიშნავს, შემთხვევების რიცხვი იზრდება, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი კი ამ მონაცემს არ მიჰყვება.

მისივე თქმით, მომდევნო დღეებში დღიური შემთხვევები 10 000-ს გადააჭარბებს, რამაც არ უნდა შეგვაშინოს:

“პანდემიის ეს ტალღა “სწორი-მიმართულებით” მიდის – შემთხვევები იზრდება, ხოლო ჰოსპიტალიზაცია არ მიყვება.

შემდეგი ორი კვირა იქნება გადამწყვეტი, ყველას ვთხოვთ ნიღბის ტარებას და ბუსტერ დოზის დამატებას.

დღეს ჩატარებული ტესტების 22% იყო დადებითი, ხვალ >10 ათასზე შემთხვევა იქნება, რამაც არ უნდა შეგვაშინოს!” – წერს კულუმბეგოვი “ფეისბუქში”.

“ომიკრონმა” შესაძლოა, ევროპაში პანდემია დაასრულოს: ჰანს კლუგე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g