LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შემდეგი შეიძლება შენ იყო” – ბათუმში დაღუპული პაციენტების ოჯახები აქციას მართავენ [ვიდეო]

285
batumi

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან ბათუმში გარდაცვლილი პაციენტების ოჯახები და მათი მეგობრები აქციას მართავენ და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

მათ ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩა გადაკეტეს და რეფერალურ საავადმყოფოსთან შეჩერდნენ. აქციის მონაწილეთა ნაწილი სწორედ ამ საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ. აქციის მონაწილეები აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას დღესვე ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ქუჩების გადაკეტვით იმუქრებიან.

“შემდეგი შეიძლება შენ იყო” – ვკითხულობთ პოსტერებზე, რომლებიც დღევანდელი დღისთვის შეიქმნა. მათ პოსტებთან ერთად გარდაცვლილების ფოტოები გამოტანილი.

აქციაზე არიან 21 მარტს გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის, ექვსი წლის საბა კიწმარიშვილის; 26 წლის ნათია ჩაგანავას; 25 წლის ზუკა ფაღავას; 51 წლის ელიზა ჩხობაძის; 53 წლის დალი კეშელავას; 28 წლის თემურ გაბაიძისა და ოთხი წლის ანრი ბერიძის ოჯახის წევრები.მათი ახლობლები ამბობენ, რომ ისინი ექიმების დაუდევრობას ემსხვერპლნენ.

https://www.facebook.com/100010818515954/videos/823420351361908/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g