LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შემიძლია დავადასტურო, რომ…“ – ილონ მასკის ტრანსგენდერი შვილი მამის წინააღმდეგ ილაშქრებს და ეპშტეინის ახალ ფაილებთან დაკავშირებით სკანდალურ განცხადებას აკეთებს

1019
page

ილონ მასკის ტრანსგენდერმა შვილმა, ვივიენ უილსონმა განაცხადა, რომ სარწმუნოდ მიაჩნია ბრალდებები, რომელთა მიხედვითაც მამამისს კავშირი ჰქონდა სექსუალური ხასიათის დანაშაულებში ბრალდებულ მილიარდერ, ჯეფრი ეპშტეინთან და ხშირად სტუმრობდა მის კუთვნილ კუნძულს, „ლიტლ სენტ-ჯეიმსს“.

აშშ-ს პრეზიდენტი არნახულ, შოკის მომგვრელ სკანდალში ეხვევა – ეპშტეინის საქმეზე კიდევ 3 მილიონზე მეტი ახალი დოკუმენტი გამოქვეყნდა – მასალებში ფიგურირებენ ტრამპი, გეიტსი, მასკი და სხვა ცნობადი პირები

უილსონმა ამის შესახებ სოციალურ ქსელ Threads-ში დაწერა. მისი თქმით, იმ თარიღებში, რომელიც ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებულ დოკუმენტებში ფიგურირებს, მათი ოჯახი დასასვენებლად იყო კარიბის ზღვის რეგიონში, სენ-ბართელემიზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მიმოწერის ავთენტურობას.

„გადავწყვიტე პირდაპირ ვთქვა და არ ვისაუბრო მინიშნებებით. შემიძლია დავადასტურო, რომ იმ პერიოდში, რომელიც წერილებშია მითითებული, ჩვენ სენ-ბართზე ვიყავით, ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს წერილები ნამდვილია“, – წერს ვივიენი.

21 წლის უილსონმა ასევე აღნიშნა, რომ მანამდე არაფერი იცოდა არც მიმოწერების და არც მამის შესაძლო კავშირის შესახებ ეპშტეინთან. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში მზად არის, მომავალშიც აღნიშნულ თემაზე საჯაროდ ისაუბროს.

„თუ რაიმე დამატებით ინფორმაციას გავიგებ, რომლის გადამოწმებასაც შევძლებ, აუცილებლად გამოვაქვეყნებ. რა ხდება საერთოდ ჩემს ცხოვრებაში, ლოლ…“.

მანამდე, ეპშტეინის საქმის ფარგლებში გამოქვეყნებულ დოკუმენტებში მითითებული იყო, რომ 2014 წლის 6 დეკემბერს ილონ მასკი შესაძლოა იმყოფებოდა კუნძულზე, სადაც, გამოძიების მასალების მიხედვით, სექს-დანაშაულები ხდებოდა.

თავად მასკმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მას მართლაც ჰქონდა კონტაქტი ეპშტეინთან და ერთხელ კუნძულზე მიწვევაც კი მიიღო, თუმცა მასზე უარი განაცხადა. მისი თქმით, ვიღაცები მისი სახელის შელახვას ცდილობენ.

შიშველი ბილ კლინტონი, ვარსკვლავები და ბნელი კავშირები – ჯეფრი ეპშტეინის საიდუმლო არქივი გაიხსნა – ვრცელდება სკანდალური ფოტოები, რომელმაც მსოფლიო შეძრა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები