LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემინული კატარღიდან დანახული მცხეთა და უძველესი ქალაქის ახალი აღმოჩენა – კრუიზი გაიაფდა

192
15069017-555994271263409-2405645078595503877-o

სრულიად ახალი შესაძლებლობა მოგზაურობის და ახალი აღმოჩენების მოყვარული ქართველებისთვის – კომპანია „მცხეთა კრუიზი” მსურველებს ისტორიულ ქალაქში 30-წუთიან, შთამბეჭდავ ტურს სთავაზობს. კრუიზი თანამედროვე დიზაინის შემინული კატარღით, „მტკვრისა“ და „არაგვის“ შესართავიდან ხორციელდება.

როგორც „ფორტუნას” კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, გვანცა კორძახიამ განუცხადა, „მცხეთა კრუზი“ პანდემიიდან გამომდინარე, სრულად მოერგო ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ დაწესებულ შეზღუდვებსა და რეგულაციებს და შესაბამისად, შემინული კატარღით გადაადგილება სრულიად უსაფრთხოა.

„როგორც იცით, პირველად საქართველოში სწორედ ჩვენი კრუიზის მეშვეობით, შესაძლებელი გახდა ყოველდღიურობისგან განტვირთვა და მცხეთის თვალწარმტაცი ხედებით ტკბობა. ამ ეტაპზე, სრულად ადგილობრივ სტუმრებზე ვართ ორიენტირებული, ჩაკეტილი საზღვრებიდან გამომდინარე. თუმცა, უცხოელი სტუმრების შემთხვევაში, გვაქვს სპეციალურად მომზადებული აუდიო კომენტარი, რომელიც მათ 16 ენაზე გააცნობს საქართველოს სატახტო ქალაქს. ამასთან, ისინი მოისმენენ ამონარიდებს „ქართლის ცხოვრებიდან“ და იმოგზაურებენ საქართველოს ისტორიაში”, – აღნიშნა გვანცა კორძახიამ.

მისივე ინფორმაციით, სტუმრებს ასევე შეუძლიათ ბინოკულარით სარგებლობა, ინფორმაციის მიღება 11 ისტორიულ ძეგლზე.

„დავამატეთ და გავამრავალფეროვნეთ სერვისი. სტუმარი თვითონ არჩევს ტურის ხანგრძლივობას, გვაქვს სხვადასხვა ტიპის სერვისი: წყვილებისთვის, ოჯახებისთვის… ასევე, მათ შეუძლიათ ისარგებლონ ფოტოგადაღებით. აღსანიშნავია, რომ ჩვენი შემინული კატარღები იდეალური ადგილია კონფერენციებისთვის, ე.წ ნეთვორქინგისა და თიმბილდინგისთვის. მოკლედ, „მცხეთა კურიზი“ უამრავ შესაძლებლობას გაძლევთ“, – ამბობს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

მისივე ინფორმაციით, აღსანიშნავია ისიც, რომ კურიზი მცხეთაში საზოგადოებისთვის გაცილებით ხელმისაწვდომი გახდა და კატარღით გასეირნების ფასები განახევრდა.

რაც შეეხება კატარღებს, “მცხეთა კრუიზი” ორ საზღვაო ტრანსპორტს ფლობს, 8 და 28 ადგილიან შემინულ კატარღებს. როგორც გვანცა კორძახია ამბობს, პანდემიიდან გამომდინარე, კატარღაზე ამ ეტაპზე გაცილებით ნაკლები ადამიანი თავსდება, რათა სოციალური დისტანცია დაცული იყოს. 8 ადგილიანი კატარღა 4 ადამიანს მასპინძლობს, 28 ადგილიანი კი – 14-15 ადამიანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები