LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემხვდეს და ამიხსნას, რატომ არღვევს კონვენციის ყველა მუხლს – დეკანოიძე იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

113
d5241c7c149319639b63bc87904efbbe

კანცელარიასთან შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი, რომელმაც ღამე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გაათენა, იუსტიციის სამინისტროს მიმართულებით დაიძრნენ. შეკრებილები მინისტრ, რატი ბრეგაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციიდან იუსტიციის სამინისტროსკენ მსვლელობით მიემართებიან

როგორც ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე აცხადებს, მინისტრმა უნდა განმარტოს, რატომ დაირღვა კონვენციის ყველა მუხლი მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით.

აგვიხსნას რატომ მოექცა სახელმწიფო ასე მიხეილ სააკაშვილს. თუ აქვს გამბედაობა და თუ შეიძლია შემხვდეს და ამიხსნას, რატომ არღვევს კონვენციის ყველა მუხლს”, – აცხადებს დეკანოიძე.

ნიკა მელიას განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილი, როგორც პატიმარი, სერიოზული ფიზიკური საფრთხის ქვეშაა, ამიტომ საპროტესტო მოძრაობა “აზვირთდება,  გახდება, თანმიმდევრული და ორგანიზებული

ამასთან, როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, საზოგადოება არ მოისვენებს, სანამ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო საავადმყოფოში არ გადაიყვანენ.

“ციხის წარმომადგენელმა მითხრა, “აჰა, ჩიტო, ხო ჩაგიგდეთ ხელში”, გინებაც მოაყოლა… გამათრიეს მიწაზე, ჩამარტყეს კისერში, მათრიეს თმებით” – სააკაშვილის წერილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g