დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდებს მიმართა და განაცხადა, რომ 14 წლის განმავლობაში მათ ხელისუფლება პროპაგანდას „აჭმევდა“.
„ახალგაზრდებს მინდა მივმართო: 14 წელი გიყვებოდნენ, რომ სააკაშვილი არის კაციჭამია, შემომხედეთ ერთი, მე ვარ კაციჭამია თუ ეს მთავრობა, რომელმაც ამ მდგომარეობამდე მიგიყვანათ.
თქვენ 14 წელი საჭმლის მაგივრად, განათლების მაგივრად, პერსპექტივების მაგივრად გაჭმევენ პროპაგანდას და სიბინძურეს. ყველამ ძალიან კარგად იცით ვინ ვარ მე, რა მაქვს გაკეთებული. ახლა ხომ მაინც დაინახეთ რას აგაცილეთ თბილისში 2008 წელს.“– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს დარბაზში.