LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ბიზნესსექტორს ფარმაცევტული პროდუქტის აღნუსხვის ფორმის შევსების ახალი წესი და პირობები გააცნეს

126
მედიკამენტები

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს „ფარმაცევტული პროდუქტის მიკვლევადობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის №189 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებები გააცნეს.

აღნიშნული ცვლილება ძალაში მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან შედის და ფარმაცევტული პროდუქტის აღნუსხვის ფორმის შევსების ახალ, ბევრად გამარტივებულ წესს გულისხმობს.

შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული გვერდიდან აღნუსხვის გვერდის შესავსებად, მომხმარებელი თავად ირჩევს მოდულს – „მედიკამენტები“, რომელშიც რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის შემთხვევაში უკვე ავტომატურ რეჟიმში ივსება შემდეგი გრაფები:

  • რეგისტრაციის თარიღი
  • ფარმაცევტული პროდუქტის ბაზარზე დაშვების რეჟიმი
  • სავაჭრო დასახელება (ქართულად)
  • სავაჭრო დასახელება (ინგლისურად)
  • საერთო არაპატენტირებული დასახელება (ინგლისურად)
  • პროდუქტის დეტალური აღწერილობა
  • მწარმოებელი
  • მწარმოებელი ქვეყანა
  • ვადა (ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციის მოქმედების ვადა)

ცვლილებები ასევე მოიცავს ღირებულების გრაფების დამატებას, გარკვეული ველების გაერთიანებას და ასახული ინფორმაციის კორექტირების შესაძლებლობას, რაც კიდევ უფრო სრულყოფილს გახდის ფარმაცევტული პროდუქტის აღნუსხვის ფორმის შევსების პროცესს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g