LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს დავების განხილვის საბჭოს მიზნები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნეს

107
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრებს დავების განხილვის საბჭოს მიზნები და 2023-2025 წლების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნეს.

შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსმა ნინო ფოდიაშვილმა დავების საბჭოს მიერ საჩივრების განხილვისა და მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ვადების შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარადგინა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებმა ასევე მოისმინეს ფინანსთა სამინისტროს დავების განმხილველი ორგანოს გაწეული საქმიანობის ანგარიში.

შეხვედრას, რომელსაც ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან წითელაშვილი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სამსონ ფხაკაძე, ასევე ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, ასოციაციის კომიტეტებისა და წევრი კომპანიების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ, დიალოგის რეჟიმში წარიმართა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხების მიღების შესაძლებლობა მიეცათ.

magti 5g