LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოსავლების სამსახურმა რიგით მე-17 აბრეშუმის გზის საგადასახადო ფორუმს უმასპინძლა

105
ფორუმი

10-11 აპრილს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საერთაშორისო საგადასახადო და საინვესტიციო ცენტრის (ITIC) ერთობლივი ინიციატივით, ქ. თბილისში რიგით მეჩვიდმეტე აბრეშუმის გზის საგადასახადო ფორუმი გაიმართა.

ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და საერთაშორისო საგადასახადო და საინვესტიციო ცენტრის (ITIC) პრეზიდენტმა დენიელ ვიტმა.

ორი დღის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს, საგადასახადო ადმინისტრაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების და კერძო სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა საგადასახადო და ეკონომიკური პოლიტიკის, მონაცემთა გაციფრულების, ინვესტიციებისა და რეგიონული/საერთაშორისო გამოწვევების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

2025 წლის აბრეშუმის გზის საგადასახადო ფორუმს 100-ზე მეტი სტუმარი დაესწრო.

საერთაშორისო საგადასახადო და საინვესტიციო ცენტრი (ITIC) 1993 წელს დაარსდა და ყოველწლიურ ფორუმებს 2005 წლიდან ატარებს. აღნიშნული ფორუმის მიზანია მონაწილეებს შორის საერთო გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ დიალოგის გაღრმავება და თანამშრომლობის განვითარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g