გორის მე-3 საჯარო სკოლაში სპორტის მასწავლებელი თეა კეჩხუაშვილი გაათავისუფლეს. როგორც სკოლის დირექტორი აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ გათავისუფლებულმა პედაგოგმა კაბინეტი დაურბია, თეა კეჩხუაშვილი ბრალდებას უარყოფს.
გათავისუფლების შესახებ მიერ, დირექტორის მიღებულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სადისციპლინო კომიტეტის დასკვნა, რომელმაც დაადგინა, რომ სკოლის პედაგოგმა გასულ თვეში კოლეგა მამაკაცს მოსწავლეების თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გათავისუფლებული პედაგოგი აცხადებს, რომ ეს სიცრუეა და ძალადობის მსხვერპლი მაშინ თავად იყო.
გათავისუფლებული პედაგოგი დავის გაგრძელებას სასამართლოში გეგმავს.
„ამას ვაჩვენებ მოსამართლეს. აქ იყო ზემოქმედება და ზეწოლა ყველაზე. მასწავლებლებს აშანტაჟებდნენ იმით, რომ ჩანდა ვიდეოკადრში ყველაფერი. აი ეს [სასტვენი] მეჭირა ზუსტად. პირველი მან მკრა მე ხელი და იმას არავინ კითხულობს. იქ რა მოხდა მაგით არ დაინტერესდა სკოლის დირექტორი. საცოდავად ველოდებოდი ოქმის დაწერას და მან გამათავისუფლა, ჩავედი და ვუთხარი რას აკეთებ, ბავშვს მშიერი რატომ მიტოვებ მეთქი, შუშაზე ხელი დავაბრახუნე და ამის გამო გამოიძახა პატრული“, – აცხადებს თეა კეჩხუაშვილი „მთავარ არხთან“ საუბრისას.
გორის მე-3 საჯარო სკოლის დირექტორის ვახტანგ სუხიტაშვილის განცხადებით, მანამ სანამ საპატრულო პოლიცია არ გამოიძახა, ქალი ს დაწყნარება ვერ მოახერხა.
„შემოვარდა, ბრძანება, როცა დაიწერა დალეწა ყველაფერი. „ქსეროქსი“ ჩამიმტვრია, სიტყვიერად იძალადა, მლანძღა, მიწასთან გამასწორა, გამოვედი კაბინეტის კარი დავკეტე, და შემდეგ კარებზე მიბრახუნებდა და სანამ საპატრულო პოლიცია არ გამოვიძახე ვერაფერი ვუშველე“, – განმარტავს სკოლის „მთავარ არხთან“ საუბრისას.