„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა 31 აგვისტოს გამარტულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიცია სარეკლამო სივრცეებს არ იყენებენ, მაშინ როცა საარჩევნო კამპანიის ნახევარი უკვე გასულია.
პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია ემზადება არა 2, არამედ 3 ოქტომბრისთვის.
აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2 აგვისტოდან -22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, პარტიებიდან რეკლამაში ყველაზე მეტი გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ დახარჯა.
ხარჯმა 79 893 ლარი შეადგინა.
გახარიას პარტიამ, ყველაზე მეტი 76 209 ლარი გარე რეკლამისთვის გაიღო, ინტერნეტ-რეკლამაში 2709 ლარი გადაიხადა, ხოლო სხვა სარეკლამო ხარჯებისთვის 975,76 ლარი გამოყო.
რეკლამებში დახარჯული თანხით შემდეგ ადგილზეა „ევროპული საქართველო“. პარტიამ 2 აგვისტოდან -22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, რეკლამაში სულ 51 471 ლარი დახარჯა.
მათ შორის, პარტიამ, ყველაზე მეტი 51 055,68 ლარი ინტერნეტ- რეკლამისთვის გამოყო, ბრენდირებული აქსესუარებით რეკლამაში 210 ლარი გადაიხადა, ხოლო სხვა სარეკლამო ხარჯებისთვის 205 ლარი გაიღო.
მათ ფონზე მოკრძალებულად გამოიყურება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობის“ რეკლამებში დახარჯული ფული.
პარტიამ 2 აგვისტოდან -22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, რეკლამაში სულ 38 135 ლარი დახარჯა.
მათ შორის, პარტიამ, ინტერნეტ-რეკლამაში 25 537 ლარი გადაიხადა, ხოლო სხვა სარეკლამო ხარჯებისთვის 12 598 ლარი გაიღო.
გიორგი ვაშაძის პარტიას, , „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ანუ საარჩევნო სუბიექტმა „მესამე ძალამ“ 2 აგვისტოდან -22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, რეკლამაში სულ 9800 ლარი დახარჯა.
მათ შორის, პარტიამ, ინტერნეტ-რეკლამაში 7300 ლარი გადაიხადა, ხოლო ბრენდირებული აქსესუარებით რეკლამაში 2500 გაიღო.
„ლელო საქართველოსთვის“ 2 აგვისტოდან -22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, რეკლამაში სულ 4304 ლარი დახარჯა. მათ შორის, პარტიამ, ინტერნეტ-რეკლამაში 950 ლარი გადაიხადა, ხოლო სხვა სარეკლამო ხარჯებისთვის, 3354 ლარი გაიღო.
რაც შეეხება შემოწირულობებს, ამ ნაწილშიც, პარტიებს შორის გიორგი გახარიას პარტია ლიდერობს, მას საანგარიშო პერიოდში, შემოწირულობის სახით 233 339,13 ლარი აქვს მიღებული.
შემდეგ ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. პარტიამ შემოწირულობის სახით 57 890 ლარი მიიღო.
საანგარიშო პერიოდში, პარტიას, საბიუჯეტო დაფინანსების სახით, 183 302,91 ლარი ჰქონდა.
„ლელო საქართველოსთვის“, საანგარიშო პერიოდში, შემოწირულობის სახით 49 500 ლარი მიიღო, ხოლო საბიუჯეტო დაფინანსების სახით, 66 963,33 ლარი ჰქონდა.
შემდეგ ადგილზეა „ევროპული საქართველო“. პარტიამ, საანგარიშო პერიოდში, შემოწირულობის სახით 43 830 ლარი მიიღო, ხოლო საბიუჯეტო დაფინანსების სახით 93 700,75 ლარი.
გიორგი ვაშაძის პარტიას, საანგარიშო პერიოდში, შემოწირულობა არ უფიქსირდება, ხოლო საბიუჯეტო დაფინანსების სახით, 78 327,11 ლარი აქვს.