LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შემრცხვა, ძალიან დამცირებული ვარ! ძალიან მეტკინა“ – ლუკა კურტანიძის განცხადებით, ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში, სტუმრის სტატუსით ყრილობაზე დასწრების უფლება არ მისცეს

386
BeFunky-collage

ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის, ლუკა კურტანიძის განცხადებით, საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში, ყრილობაზე დასწრების უფლება არ მისცეს.

როგორც კურტანიძე სოციალურ ქსელში წერს, მას „კარისკენ მიუთითეს“ და მსოფლიო ჩემპიონი იმის ღირსი მაინც იყო, რომ „ასე დამამცირებლად არ მოქცეოდნენ“.

„დღეს ჭიდაობის ფედერაციაში საანგარიშო ყრილობა დაიწყო. როგორც მსოფლიო ჩემპიონს, ალბათ, მქონდა უფლება, თუნდაც სტუმრის სტატუსით დავსწრებოდი ყრილობას და მომესმინა რა ხდება, რა იგეგმება ოლიმპიური თამაშების წელს, რადგან სხვა თუ არაფერი გამიკეთებია ამ ქვეყნისთვის, ამ კუთხით მაინც ვთვლი, რომ რაღაც შევძელი…

იმის ღირსი მაინც ვიყავი, ასე დამამცირებლად არ მომქცეოდნენ იმდენი ადამიანის წინაშე მაინც, არადა, ბორჯომის ხეობიდან ჩამოვედი…

ჯერ პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ მკითხა, რა გინდა აქ და მიმანიშნა, რომ ზედმეტი ვიყავი, შემდეგ დაუძახა გენმდივანს და ბატონ თამაზს მითითება მისცა.

გენერალურმა მდივანმა მითხრა, რომ კანონით ყრილობაზე დასწრების უფლება არ მქონდა, კარებისკენ მიმანიშნა და მთხოვა გასვლა… დავიბენი, რადგან არ ველოდი. შემრცხვა, ძალიან დამცირებული ვარ! ძალიან მეტკინა.

რაღაც ვთქვი და წამოვედი!
გეკითხებით ყველას და პირველ რიგში, პრემიერ მინისტრს, რადგან ქვეყანას მთელი ცხოვრება შევწირე, მხოლოდ ჩემი ერი და სამშობლო იყო ჩემი ძალა – რა დავაშავე ისეთი, რომ ასე მამცირებენ?! იქაც, სადაც საქართველოს დიდებისთვის ნახევარი საუკუნე გავლიე?!

ვფიქრობ, ასე არ შეიძლება! მე ასეთი საქართველოსთვის არ მიბრძოლია… მტკივნეულია ძალიან, მაგრამ უფალს მივენდობი… ალბათ, ესეც უნდა მივიღო?! ჭიდაობის ოჯახს კი ერთიანობას ვუსურვებ სამშობლო საქართველოსთვის“. – წერს ლუკა კურტანიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g