მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტომობილი ოთხ ადამიანს დაეჯახა. ორი მოზარდი ადგილზე დაიღუპა, ორი პირი კი დაშავებულია.
სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა მარნეული-ბოლნისის გზაზე მომხდარ ავარიაზე სოციალურ ქსელში წერს.
„ადგილობრივი მოსახლეობის ინფორაციით, მძღოლი და მანქანაში მყოფებმა ნასვამ მდგომარეობაში ყოფილან. მძღოლმა ადგილობრივ ხალხს შეაგინა და გაიქცა ადგილიდან.
ნახიდურში ავარიის შედეგად არასრულწლოვნების გარდაცვალებას დაპირისპირება მოჰყვა: „სოფელი გამოხატავს უკმაყოფილებას მომხდარის გამო და ძალიან მძიმე ფორმებში… უმძიმესი ტკივილია“
რადიო „მარნეულის” ინფორმაციით, ავარიის შედეგად 16 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 17 წლის ბიჭი “ავერსის” კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
სასწრაფო ადგილზე მოსვლის დროს დაზარალებულებს კი არა მანქანაში ნასვამ მდგომარეობაში მყოფებს დახმარება მიაწოდა. შემთხვევამ ადგილობრივებს გააბრაზა და ამიტომ სასწრაფოს გადატრიალეს.
ნასვამი მძღოლის გინების შემდეგ ადგილობრივებმა მძღოლის მანქანაც გადატრიალეს.
ადგილზე საკმაოდ ბევრი სპეცრაზმელია მობილიზებული.
სროლის ხმა ისმოდა ადგილზე. პოლიცილებმა ადგილობრივ ჟურნალისტებს შემთხვევის ადგილზე გადაღებას კრძალავდა“, – წერს სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში.
„ფორტუნა“ დეტალების დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფრომაცია მიღებისთანავე განახლდება.
არსებული ინფორმაციით, მარნეული-ბოლნისის გზაზე 2 არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა
სლაიდზე ფოტო: რადიო „მარნეული“