ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების კლების ტენდენცია გამოჩნდა და აშკარად იკვეთება ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურება.
თამარ გაბუნიას თქმით, შემთხვევების რაოდენობის შემცირებასთან ერთად იკლებს დადებითობის მაჩვენებელიც, რომელიც ორი დღეა, რვა პროცენტზეა.
თუმცა, მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით საფუძველი იმისა, რომ შემსუბუქება დროზე ადრე მოხდეს, არ არსებობს, რადგან ვითარებას უნდა დააკვირდნენ.
„ეს სიტუაცია სავარაუდოდ უკვე პირველი თებერვლისთვის უნდა ჩამოყალიბდეს. ჯერ იმის საფუძველი, რომ დროზე, ვადაზე ადრე ჩვენ რაიმე შეზღუდვის შემსუბუქება გავაკეთოთ, არ გვაქვს. თუმცა სიტუაციას უნდა დავაკვირდეთ. ვფიქრობთ, უსაფრთხო და გონივრული ვადა არის პირველი თებერვალი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქებაზე ვისაუბროთ“. – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ჩატარდა 16 000-მდე კვლევა: თბილისში კორონავირუსის შემთხვევებმა იკლო, აჭარაში – მოიმატა