ბათუმში კორონავირუსით 12 წლის ბავშვი დაიღუპა.
ინფორმაციას ამის შესახებ ადასტურებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.
გაბუნიამ აღნიშნა, რომ შემთხვევის მართვა სრულიად ადეკვატური იყო, სამინისტრო კი ფაქტს სიღრმისეულად შეისწავლის.
“ძალიან სამწუხარო ფაქტია, თუმცა მედიასაშუალებებით იმდენი იდენტიფიცირებადი ინფორმაცია არის ამ განცხადებაში, რომ ამაზე საუბარი ეთიკურად არ მიმაჩნია სწორად. ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის ამ შემთხვევას, საყურადღებო შემთხვევაა და შესაფერის რეაგირებას გააკეთებს როგორც იმ კლინიკასთან მიმართებაში, ვისთანაც იმართებოდა ეს შემთხვევა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილი, შემთხვევის მართვა იყო სრულიად ადეკვატური. დანარჩენ სხვა ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს,”-განაცხადა თამარ გაბუნიამ “რუსთავი 2”-ის ეთერში.