LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შემთხვევის შესწავლა მოხდება” – თამარ გაბუნია 67 წლის მამაკაცის გარდაცვალებაზე განმარტებას აკეთებს

3720
სასწრაფო 33

თბილისში, 67 წლის მიხეილ გელაშვილი ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრასტრაზენეკას” ვაქცინა გაიკეთა. იმუნიზაციიდან ორ დღეში კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა და საკუთარი სახლის ეზოში გარდაიცვალა. ცნობილია, რომ მამაკაცს ასთმა აწუხებდა. 

მომხდარის კომენტირებისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ გარდაცვალების მიზეზის დადგენა აუცილებლად მოხდება.

„ნებისმიერი გვერდითი რეაქცია, თუ აღმოცენდა ვაქცინაციის შემდგომ, რა თქმა უნდა, ექვემდებარება შესწავლას. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე კონკრეტული ინფორმაცია ამ დროისთვის არ მაქვს, თუმცა ჩვენი გვერდითი რეაქციების საბჭო ამ შემთხვევასაც შეისწავლის და მიზეზ-შედეგობრიობის დასკვნა ამის შესახებ გვექნება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g