LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შენ არ ხარ გოჭი. შენ ხარ ინტერნეტ ლომი… კამათში გაჯობე ერთხელ ეთერში და ეგ ვერ მოინელე…“ – ანა დოლიძე გია ჭანტურიას მიმართავს

257
ანა დოლიძე, გია ჭანტურია

„შენ არ ხარ გოჭი. შენ ხარ ინტერნეტ ლომი, რომელიც მაშინ როდესაც სასამართლო პროცესზე უნდა იყოს და იცავდეს სამშობლოს და პოლიტ პატიმრებს, კომპიუტერთან ზის კონდიცირების ქვეშ და ჩემზე პოსტავს“, – ასე მი­მარ­თავს პარ­ტია „ხალ­ხის­თვის“ ლიდერი, ანა დოლიძე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ყო­ფილ დი­რექ­ტორს, გია ჭანტურიას და აღნიშნულით, ჭანტურიას მიერ მასთან დაკავშირებით, ფეისბუკზე გავრცელებულ პოსტს ეხმაურება.

„რა ვქნათ, შენ ხარ შალვა რამიშვილის ძმაკაცი, რომელსაც კამათში გაჯობე ერთხელ ეთერში და ეგ ვერ მოინელე. კედელიც დაკეტილი გაქვს, ჭეშმარიტი ვაჟკაცივით

დაზიანებული მამაკაცური ეგოს გამო მაინც არ ღირს სასამართლო კლანის პროპაგანდის გამეორება. პირდაპირ შალვას ხაზია ეგ“, – წერს ანა დოლიძე.

მა­ნამ­დე, გია ჭან­ტუ­რიამ ანა დო­ლი­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ასეთი შინაარსის პოს­ტი გამოაქვეყნა.

„ვისაც ვაპატიეთ მართლა დანაშაული, სწორედ იმათ არ გვაპატიეს არაფერი, მეტიც:) ჩათვალეს რომ, დაგვავიწყდა, აღარ გვახსოვს, ან უბრალოდ სულელები ვართ, ამიტომ ყველაფერი უნდა ითქვას! აი გოჭის პოზიციიდან უნდა დავწერო:

ანა დოლიძე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თანამშრომლობდა რუსულ ორგანიზაციასთან – „Russian Justice Initiative”, რომელიც ევროკონვენციის დარღვევის საფუძველზე ამზადებდა სარჩელებს საქართველოს წინააღმდეგ. ეს სარჩელები ეხებოდა სამხრეთ ოსეთში რუსეთის მოქალაქეების დაღუპვას, რაც ეწინააღმდეგებოდა იმ დროინდელი ქართული პოზიციის ინტერესებს.

• იგი იურიდიული კონსულტანტი იყო ამ ორგანიზაციაში.

• ორგანიზაციამ შეიტანა სარჩელები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR), მათ შორის ერთ-ერთი ცნობილია როგორც:

„Sipols v. Georgia“, რომელიც ეხებოდა ცხინვალის დაბომბვისას გარდაცვლილებს.

ოცნებამ ის თავდაცვის მინისტრის მოადგილედაც კი გაამწესა! ჩვენ მისი პოზიციის შეცვლა, მის კათარზისად აღვიქვით, ვაპატიეთ, ვენდეთ, მოუთმინეთ ამის მერე ისევ რეჟიმს, რომ გვეძახდა, ახლა უკვე გოჭებს:) ამიტომ

ითქვას ყველაფერი!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g