ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი სოციალურ ქსელში ახალ ფოტოს აქვეყნებენ. შეყვარებულები საქანელაზე ქანაობენ და ძალიან ბედნიერები ჩანან. როდრიგესი კლასიკურ პიჯაკსა და შარვალში გამოწყობილი, საქმიანი დღის დასაწყებად ემზადება. ჯეი-ლო კი გამჭვირვალე კაბაში, ფეხშიშველი პოზირებს. სწორედ ამ დროს გადაიღო წყვილმა ახალი ფოტო და ის ასე დაასათაურა, „შენ მე ბავშვობა დამიბრუნე“.

43 წლის როდრიგესი „ინსტაგრამზე“ კიდევ ერთ ახალ ფოტოსაც ავრცელებს, სადაც ის ჟურნალით ხელში პოზირებს. როდრიგესს ჟურნალ People-ის ახალი ნომერი უკავია, რომლის გარეკანსაც ჯენიფერ ლოპესი ამშვენებს.

