LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შენ გაგიმარჯოს ჩემო უფლის საჩუქარო, გამიმრავლდი და გამიხარდი ბება“ – ნატო გელაშვილის შვილიშვილი, ლუკა ჭოხონელიძე იუბილარია

248
ნატო გელაშვილი

ნატო გელაშვილის შვილიშვილი იუბილარია.

პატარა ლუკა ჭოხონელიძე 3 წლის გახდა.

კომპოზიტორი შვილიშვილს ემოციურ პოსტს უძღვნის და ლუკასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს.

„შენ გაგიმარჯოს ჩემო უფლის საჩუქარო. მადლობა შენ, რომ სამი წელია მიფერადებ სამყაროს. იდღეგრძელე ჩემო თვალის სინათლეო. გამიმრავლდი და გამიხარდი ბება…არასოდეს მოჰკლებოდეს შენს თვალებს მზის სხივი…იბედნიერე რომ ჩვენც ვიბედნიეროთ შენი ბედნიერებით. იკაცე რომ ვიამაყოთ შენი კაცობით..შენს სავალ გზას დაგილოცავ ჩემო გულის ბიჭო. 3 წლის იუბილეს გილოცავ ლუკა,“ – წერს ნატო გელაშვილი და უამრავ გულთბილ მილოცვას იღებს.

ცნობისთვის, ნატო გელაშვილს ორი შვილიშვილი ჰყავს – ლუკა და ნინა. ნინა გიორგი ჭოხონელიძესა და ანეტა ნიკურაძეს რამდენიმე თვის წინ შეეძინათ.

ლუკა კი უკვე 3 წლისაა. ბიჭუნას ბიძის, ლუკა ჭოხონელიძის სახელი ჰქვია.

„მე რომ მიყვარს, ისე საოცრად თოვდა, გულის ამოვარდნით ველოდებოდი მასთან შეხვედრას“ – ანეტა ნიკურაძის ემოციური პოსტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g