LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შენ გირტყამდნენ თავში “იმედში”, მე კი არა – ბადურაშვილი გრიგოლიას

614

შენ გირტყამდნენ თავში “იმედში”, მე კი არა – ასე მიმართა ლალი ბადურაშვილმა გადაცემა “რეაქციის” წამყვანს ინგა გრიგოლიას.

“ჩემი მოლოდინი იყო, რომ პირველ ტურში ყველაფერი დამთავრდებოდა სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ. იმიტომ კი არა, რომ მე მომწონს, მონაცემები ხომ არის. ბაქრაძის მონაცემები ხომ ვიცით, ტანკები რომ იყო მოსული და დანა-ჩანგლებით წადიო. ინგა, შენ გირტყამდნენ თავში “იმედში”, მე კი არა,” – განაცხადა ლალი ბადურაშვილმა.

მას ინგა გრიგოლიამ უპასუხა: „არ მავიწყდება ჩემი წარსული”.

რაზეც ბადურაშვილი პასუხობს: „ძალიან კარგი, ვიცი რომ არ დაგავიწყდება, იმიტომ რომ ჭკვიანი ხარ.

სალომე ზურაბიშვილს ერთი ქალისთვის ათასმაგი მონაცემები აქვს, სალომე ზურაბიშვილი არის გონიერი, ჭკვიანი, სადაც უმსახურია, ყველგან არაჩვეულებრივი და ბრწყინვალე იყო. ამიტომ მოლოდინები ბევრი იყო, შევცდით. „ოცნებამ” ჩათვალა, რომ მაინც გამარჯვებულები ვართ და ბევრი დაჯდა სახლში. „რეაქციაში“ კი იცით რა დღეში ვიყავი, ყველა მაჩერებს და მეხუტება, სად არის ეს ხალხი? სალომემ უნდა მოიგოს, სხვა გზა არ არის, თორემ იქნება: “ყველანი ციხეში” და “ზედ ორი გვამი” გინდათ? ვისზე მელაპარაკებით?!” – განაცხადა ლალი ბადურაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ მეორე ტურის მოგებისთვის ძალიან ბევრი რამეა ხალხის მობილიზებაზე და ჟურნალისტებზე დამოკიდებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები