ვენსან კასელის ყოფილი ცოლი, მოდელი, ტინა კუნაკი „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერიას ავრცელებს. ის ეგზოტიკურ კუნძულზე ისვენებს. ფოტოებში 27 წლის ლამაზმანი ბიკინით პოზირებს.
„ზამთარი ცივია, მე კი მზე მინდა“, – ასე დაასათაურა ცხელი ფოტოების სერია ტინამ. არ დააყოვნა მისი სავარაუდო შეყვარებულის კომენტარმაც.
„შენ ისეთი ცხელი ხარ, ბრწყინვალე და შეუჩერებელი, ვის სჭირდება მზე?!“, – დაწერა ფოტოგრაფმა, ვიქტორ სანტიაგომ.
ცნობისთვის, ამჟამად კუნაკის ყოფილი პარტნიორი, ვენსან კასელი 26 წლის მოდელს, ნარა ბაპტისტას ხვდება, წყვილი შვილს ელოდება.
ტინა კუნაკის ფოტოები თავგადაპარსული ვენსან კასელისა და ორსული ნარა ბაპტისტას გამოჩენის შემდეგ
რევანში – ნარა ბაპტისტას ორსულობის ფონზე, ტინა კუნაკი ფოტოების სერიას ავრცელებს
