არჩილ სოლოღაშვილსა და თიკა ფაცაციას მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ.
„თიკა და არჩილი პირველ რიგში საუკეთესო მეგობრები არიან და ეს მეგობრობა იგრძნობა ეთერის დროსაც და მის მიღმაც“. – ვკითხულობთ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გვერდზე ატვირთულ ვიდეოს აღწერაში.
ვიდეო, სამუშაო დღის დასაწყისშია გადაღებული.
„ხალხო, იცით რა ბედნიერებაა, დილას რომ შენი მეგობრით იწყებ? ოჯახის წევრები თავისთავად, მაგრამ სამსახურში რომ მოდიხარ და მეგობრები რომ გხვდებიან, ეს ყოფილა ყველაფერი“. – ამბობს არჩილ სოლოღაშვილი.
„ეს ყოფილა მთავარი „ალიონი“. – პასუხობს მას თიკა.
„შენ ხარ ჩემი ალიონი“, – ამბობს არჩილი.