LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შენ ხარ უნამუსო, მწამებელი ადამიანი… თქვენ ხართ ლაჩრები და მოღალატეები” – ადა მარშანია ოპოზიციას და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა (ვიდეო)

225
Capture

პარლამენტის პლენარული სხდომა მწვავე კამათის ფონზე გაიხსნა – ადა მარშანია ირაკლი სესიაშვილის, გიგა ბოკერიას და კობა კობალაძეს შორის დებატებმა გააღიზიანა. დებატები ბოკერიას გამოსვლას მოჰყვა. მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე ისაუბრა და აქცენტი მუხროვანის ამბოხზე გააკეთა, რომელთან დაკავშირებულ საქმეზეც ბრალდებული დეპუტატი კობა კობალაძე იყო, მოსამართლე კი თამარ ალანია, რომელიც ამჟამად უზენაესი სასმართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში მონაწილეობს.

“შენ ხარ უნამუსო ადამიანი და მკვლელების მეგობარი. უნამუსო ბოკერია ხარ შენ” – მიმართა “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ადა მარშანიამ გიგა ბოკერიას. მარშანიას კომენტარს ბოკერიას რეპლიკა მოჰყვა: „უჭირს იმის ყურება, რომ დარბაზში პუტინის ხალხი ზის, მაგრამ ამას ეგუება“. რის შემდეგაც ადა მარშანიამ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს “მოღალატეები” უწოდა.

„თქვენ ხართ ლაჩრები და მოღალატეები. თქვენ ხართ უნამუსო ხალხი, ამას გეუბნებით მე თქვენ. ქართველ ხალხს უღალატეთ. მე ამათ ვებრძოდი და ახლაც ვებრძვი. ეს უნამუსო ხალხი თავზე დაგვასვით. სად არის თქვენი ამომრჩეველი? (მიმართა ბოკერიას)  შეურაცხყოფას ვაყენებ იმ ამომრჩეველს, რომელმაც თქვენ უნამუსოდ მოგცათ ხმა. თქვენ ნაძირლები ხართ და თქვენ (“ქართულ ოცნება”) ლაჩრები და უნამუსოები ხართ“, – განაცხადა მარშანიამ.

 

პოპულალურები