მომღერალი ნუცა ბუზალაძე ცნობილ ამერიკელ აგენტზე, დარენ პრინცზე დაინიშნა. ხელის თხოვნის კადრები ნუცამ „ინსტაგრამზე“ გაგვიზიარა და დაწერა, რომ მომავალი ქმარი American Idol-ში მონაწილეობისას გაიცნო.
დარენ პრინცი „ინსტაგრამზე“ წერს, რომ მისთვის ნუცას გვერდით ყოფნა პრივილეგიაა, რომელიც მას შთააგონებს გახდეს უკეთესი ადამიანი.
„როგორც ამბობენ, „ღმერთი იცინის, სანამ ჩვენ გეგმებს ვაწყობთ“. 2 წლის წინ შევხვდი ნუცას და მასთან მუშაობა დავიწყე 🇬🇪 👸 @nutsabuza-ს, მისი საოცარი შესრულების შემდეგ, როგორც @americanidol-ის ფინალისტი. ჩვენ მაშინვე დავუკავშირდით ერთმანეთს ღვთის სიყვარულით, სულიერი ცხოვრების წესით და დროთა განმავლობაში საუკეთესო მეგობრები გავხდით. წელს, როდესაც გადაწყვიტეთ ლოს-ანჯელესში გადასვლა ჩვენი კარიერის გასაგრძელებლად, არცერთი ჩვენგანი არ ელოდა იმას, რაც ახლა გვაქვს. ორივე ერთობლივად ვმუშაობდით და სწორედ მაშინ დაიწყო ჩვენს შორის სიყვარულის გამოვლინება. შენ გაქვს უზარმაზარი გული, შრომის ეთიკა, ყოველთვის ბედნიერი და ისეთივე ერთგული ხარ, როგორც ეს შესაძლებელია. შენი ენერგიით ანათებ ყველა ოთახს, რომელშიც შედიხარ. შენ მაიძულებ უკეთესი ადამიანი გავხდე და ჩემთვის პრივილეგიაა, რომ შენს გვერდით ვიყო, როგორც დამცველი და პროფესიული ხელმძღვანელი. მადლობა, რომ თქვი დიახ 💍. მოუთმენლად ველი ჩვენს მომავალს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მე ისევ შენი აგენტი ვარ, ასე რომ, მოდი 🚀 სუპერვარსკვლავო! მოუთმენლად ველი, როდის შთააგონებ კიდევ ბევრ ქალს შენი განსაცვიფრებელი ნიჭით. სწორედ მაშინ იძენს ცხოვრება აზრს, როდესაც ყველაფერი, რაც შენთვის იყო განკუთვნილი, შენს გზაზე მიდის. მიყვარხარ ❤️“, – წერს დარენი.